ავტორი:

ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ - თავდასხმას, რომელიც უკვე მეორედ მოხდა, შურისძიებას უკავშირებენ

ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ - თავდასხმას, რომელიც უკვე მეორედ მოხდა, შურისძიებას უკავშირებენ

ზუგდიდში, სოფელ ქვალონთან ხელკეტებითა და აგურებით შეიარაღებული ნიღბიანი პირები ავტობუსს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი" ავრცელებს. ტელეარხის ინფორმაციით, დაშავებულია ერთი პირი, მას ქვა შუბლში მოხვდა.

როგორც "მთავარი" იტყობინება, სატრანსპორტო კომპანია "გლობუსის" წარმომადგნლები თავდასხმას, რომელიც უკვე მეორედ მოხდა, შურისძიებას უკავშირებენ. მათი თქმით, კონკურენტი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის წარმომადგენლები მათ მგზავრებს ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ უსწორდებიან, რომ სამგზავროდ "გლობუსის" ტრანსპორტს ირჩევენ.

"მიზანმიმართული იყო, ეს იყო გამიზნული მძღოლზე, რომ მძღოლი დაბნეულიყო და მომხდარიყო ავტოსაგზაო შემთხვევა. მიჰყავდა 30 კაცი და 30-ვე ადამიანს ემუქრებოდა საფრთხე. რა თქმა უნდა, კონკურენციაა, ჩვენი ავტობუსები არის გამართული, მოწესრიგებული ავტობუსები. ჩვენს კონკურენტებს ეს არ აწყობთ, ამიტომ მიდის ჩვენზე თავდასხმა, ეს არის მეორედ მომხდარი ფაქტი უკვე", - ამბობს "მთავრთან" ავტოსატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ თავდამსხმელები გაიქცნენ და ავარიაში მოყვნენ. პოლიციამ ამ დროს 2 სავარაუდო დამნაშავე დააკავა.

ამ კომპანიის ავტობუსზე თავდასხმის პირველი შემთხვევა 9 ივლისს, გვიან ღამით მოხდა. ზუგდიდი-თბილისის მომართულებით მოძრავ ავტობუსს გზა ნიღბიანმა პირმა სოფელ ცაიშშთან გადაუჭრა. მძღოლმა მოძრაობა შეანელა, რა დროსაც ნიღბიანმა ავტობუსს ქვები დაუშინა, წინა საქარე მინა ჩაუმტვრია და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"მთავარის" ფოტოები

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს თავს დაესხა - შსს-ს განცხადება

"რთული პაროლი ექნებოდა... საიდუმლო თუ ჰქონდა, კომპიუტერში არ შეინახავდა" - რას ამბობს კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი წაშლილ ფაილებზე

"ყველა ინფორმაცია, რომელიც სოციალური ქსელებიდანაა წაშლილი, აღდგება" - რაზე მიიღო პასუხი აშშ-დან ბაჩალიაშვილის ოჯახმა