ავტორი:

ფოთში გაუჩინარებული გოგონას ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს

ფოთში გაუჩინარებული გოგონას ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს

სამდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული 20 წლამდე გოგონას - ნათია შავაძის ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაკარგულ გოგოს მდინარე რიონში 24-საათიან რეჟიმში ეძებდა. ადგილზე მობილიზებული იყო 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა. საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართული იყო სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში 4 აგვისტოს, ღამით შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა ყველა შესაბამისი სამსახური და დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"გარდაცვლილია 17 და მძიმედ დაშავებულია 3 მოქალაქე" - შსს შემზარავი ავარიის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

"სავარაუდოდ, მოსახვევიდან გადავარდა... ამბობენ, რომ გზიდან გადასულ გაჩერებულ მანქანას დაეჯახა" - როგორ მოხდა შატილის გზაზე შემზარავი ავარია

ბათუმში, ხინიკაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა