ავტორი:

რას წერს რუსული მედია "აგვისტოს ომზე" და როგორ აფასებენ 12 წლის წინანდელ მოვლენებს

რას წერს რუსული მედია "აგვისტოს ომზე" და როგორ აფასებენ 12 წლის წინანდელ მოვლენებს

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. საერთაშორისო მედია, ექსპერტები და პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთის "ანატომიას" კარგად იცნობენ, დღემდე საუბრობენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ დანარჩენი ცივილური სამყარო რომ ერთიანი და პრინციპული ყოფილიყო, აღმოსავლეთ უკრაინის ომი არ მოხდებოდა.

2008 წლის ომს, მის წინაპირობებსა და შემდგომ პროცესებს რუსული მედიაც აფასებს.

svoboda.org-ის ჟურნალისტი ელენა რიკოვცევა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მიმოხილვისას წერს, "საქართველოზე თავდასხმა იყო პირველი მცდელობა, როდესაც რუსეთმა სხვის ტერიტორიაზე სამხედრო კონტროლი დაამყარა. მეორე იყო ყირიმი, შემდეგ კი დონბასი... ეს იყო რუსეთის რეპეტიცია, რომელიც შემდეგ უკრაინაში გამოიყენა...

რა ცინიკურია, როდესაც ათ წელზე მეტი ფედერალური სატელივიზიო არხები ერთსა და იმავეს ატრიალებენ, თითქოს ომი რუსეთსა და საქართველოს შორის არ ყოფილა, რუსულ ბომბებს საქართველოს თავზე არ უფრენია... "კითხვაზე, ვინ არის აგრესორი რუსულ-ქართულ ომში, პროპაგანდის მსხვერპლი მაყურებელი კითხვას გვიბრუნებს, რომელ ომში? სად იყო ომი რუსეთსა და საქართველოს შორის? რუსეთი რა შუაშია?!. ის ხომ უბრალოდ თავის მოქალაქეებს იცავდა".

ამავე თემაზე საუბრისას, კიდევ ერთი მიმომხილველი ლეონიდ გოზმანი იხსენებს, რომ ეს ყველაფერი მისთვის შოკი იყო...

"მე მგონია, რომ ჩვენი მიზანი იყო, შეგვეჩერებინა სააკაშვილი და საქართველო ნატოში არ შესულიყო, მეტიც მუხლებზე დამდგარიყო ქვეყანა... ამის შემდეგ, მათ უკრაინაზე გადაინაცვლეს.

ეს იყო იმპერიალისტური ზრახვების თავხედური გამოვლინება... კრემლის ოპერაციას საქართველოსთან დაკავშირებით რომ წარმატებით არ ემუშავა, არც ყირიმი იქნებოდა და არც დონბასი..." - ამბობს ის.

novayagazeta.ru-ს მიმომხილველი იულია ლატინინა, რომელმაც ცხინვალის რეგიონში ომამდე იმოგზაურა, ომის თემაზე საუბრისას მიიჩნევს, რომ მან ნახა იქ არსებული ვითარება და სამხრეთ კავკასიაში ომი ივარაუდა.

"მე ვიყავი იმ არაღიარებულ რესპუბლიკაში და ვნახე, რომ ეს იყოს პირველი გამოცდილება, თუ როგორ უნდა მოაწყო დსთ-ს ტერიტორიაზე ღაზას სექტორი... ადგილობრივი ხელისუფლება ბანდიტები არიან, თავდაპირველად, ქართულ მხარესთან კონტრაბანდაში იყვნენ ჩართული. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა აკრძალა, რაც უდაოდ მისი სტრატეგიული შეცდომა იყო, მათ ისღა დარჩენოდათ, სანგრებში მსხდარიყვნენ და რუსული ფულებით "ქართველი ფაშისტებისთვის" ეომათ.

რეგიონში სრული ეკონომიკური კოლაფსი იყო. მახსოვს 1000 რუბლიანი კუპიურა მქონდა, რომელიც ვერსაც ვერ დამიშალეს... გაფუჭებულ და დანგრეულ წყლის მილების კომპენსაციას, ძერჟავის მისტერიით აკომპენსირებდნენ... მახსოვს, ადგილობრივმა მასწავლებელმა ავნევში წამიყვანა და გამარჯვებულის იერით გამომიცხადა, ეს სამყაროს გეოპოლიტიკური ცენტრია, აქედან ამერიკაზე გამარჯვება დაიწყება.

იქაურობა ქართველებით იყო დასახლებული, რომლებიც იმ საქართველოშიც ცხოვრობდნენ, სადაც ახალი ავტოგასამართი სადგურები, გზები და საავადმყოფოები იყო აშენებული. ცხინვალსა და დანარჩენ საქართველოს შორის ისეთივე კონტრასტი იყო, როგორც გადამწვარ ღაზასა და თელ-ავივს შორის, რადგან ცხინვალის რეგიონს კორუფცია მართავდა" - წერს ლატინინა.

გორი - 2008 წლის 8 აგვისტო

meduza.io–ს ცნობით, ეს იყო პირველი ომი 21-ე საუკუნეში, რომელიც ევროპის კონტინენტზე მოხდა. დასავლეთი მას რუსეთ-საქართველოს ომს უწოდებს, თავად რუსეთი კი, "სამხრეთ ოსეთში შეიარაღებულ კონფლიქტს".

გამოცემის ცნობით, "საბრძოლო მოქმედებებში, ერთ მხარეს საქართველოს შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ, მეორე მხარეს კი - რუსი მშვიდობისმყოფელები, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის არააღიარებულ რესპუბლიკებში იყვნენ განლაგებული.

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიძაბა, როდესაც ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოსულმა მიხეილ სააკაშვილმა მიზნად ნატოში შესვლა დაისახა. რუსეთში დაფრთხნენ, რადგან იყო შანსი, რომ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უცხო ქვეყნების მშვიდობისმყოფელები შემოვიდოდნენ. რუსული მედია ამ გეგმას ღიად ატრიალებდა.

2007 წლის დასაწყისში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოსგან აგრესიის შემთხვევაში საპასუხო გეგმა შეიმუშავეს. 2008 წლის აპრილში, რუსეთმა აფხაზეთში გაზრდილი რაოდენობით სამხედრო ბაზები გაგზავნა და იმავდროულად, საქართველოსთან დიპლომატიური კრიზისის პროვოცირება მოახდინა, რის შემდეგად კონფლიქტური რეგიონების ხელმძღვანლობას უფრო დაუახლოვდა.

"Коммерсантъ" წლების განმავლობაში წერდა, რომ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან, რუსეთმა უფლება მისცა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეებს რუსული პასპორტი აეღოთ, რაც შემდეგ, თავისი მოქალაქეების დასაცავად წარმატებით გამოიყენა", - წერს გამოცემა meduza.io.

ორ ადამიანს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მომხმარებელთან შეხება არ ჰქონდა - რას აცხადებენ "ნიკორაში"

დავით ნარმანია USAID-ის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

თბილისში, "ნიკორას" მაღაზიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა