ავტორი:

"21 წელი მშობლების სიყვარული არ მომკლებია... არ დავუშვებ მამაჩემის ღირსება შელახონ" - თამარ ბაჩალიაშვილის ძმა

"21 წელი მშობლების სიყვარული არ მომკლებია... არ დავუშვებ მამაჩემის ღირსება შელახონ" - თამარ ბაჩალიაშვილის ძმა

თამუნა ბაჩალიაშვილის ძმის, გიორგი ბაჩალიაშვილის თქმით, არც მას და არც მის დას მშობლების ყურადღება და სიყვარული არ აკლდათ.

"მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს და არაადამიანს, ვინც დაკავებულია ჩემი ოჯახის, მამაჩემის და დედაჩემის ღირსების შელახვით. ჩემ დასთან ერთად ვიზრდებოდი დაახლოებით 21 წელი, მამაჩემის და დედაჩემის ყურადღება და სიყვარული არ მომკლებია.

არ დავუშვებ მამაჩემის ღირსება შელახონ. წარმოდგენაც არ მაქვს ეს რაში სჭირდებათ. მე უბრალოდ, მინდა ფარდა აეხადოს, ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი, ვცდილობდი ჩემი და მეგლოვა“, - განაცხადა გიორგი ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ჯერ ისევ თავზარდაცემული ვარ... ყოველდღე მივდივარ კლინიკაში პატარების სანახავად" - გარდაცვლილი მშობიარეს მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა სურს

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ 200-ლარიანი დახმარების მისაღებად ონლაინრეგისტრაციას ვერ გადიხართ - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

"სულ ტალღებზეა ლაპარაკი... მეორეს დავარქმევთ, პირველნახევარს, მთავარია ის, რომ კორონა არის" - პაატა იმნაძე