ავტორი:

"ჯერ ისევ თავზარდაცემული ვარ... ყოველდღე მივდივარ კლინიკაში პატარების სანახავად" - გარდაცვლილი მშობიარეს მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა სურს

"ჯერ ისევ თავზარდაცემული ვარ... ყოველდღე მივდივარ კლინიკაში პატარების სანახავად" - გარდაცვლილი მშობიარეს მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა სურს

მშობიარობისას გარდაცვლილი თამუნა მინაშვილის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. 41 წლის ქალმა 9 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი გააჩინა და მშობიარობის დროს წარმოქმნილი გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

ახალგაზრადა ქალის გარდაცვალების მიზეზის დადგენაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მუშაობს. წინასწარ დიაგნოზად კლინიკა "ჰერაში" თრომბოემბოლიას ასახელებენ.

გარდაცვლილი ქალის მეუღლე "ფეისბუქზე" ხშირად აქვეყნებს ტყუპების, დანიელ და ჯეიმს ქუარელების ფოტოებს. როგორც ირკვევა, ახალშობილები თავს კარგად გრძნობენ.

AMBEBI.GE ბავშვების მამას, ჯეიმს ქუარელს ესაუბრა.

- როგორ გრძნობენ თავს თქვენი შვილები?

- პატარები თავს ძალიან კარგად გრძნობენ. ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან, თუმცა ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩებიან. ყოველ დღე მივდივარ და ვნახულობ მათ.

- რამ გამოიწვია თქვენი მეუღლის გარდაცვალება? ექიმებს ხომ არ ადანაშაულებთ?

- ამ საკითხზე არ ვიცი რა ვთქვა. ჯერჯერობით ვერაფერს ვამბობ. ჯერ ისევ თავზარდაცემული ვარ ჩემი ულამაზესი მეუღლის გარდაცვალების გამო. ის ისეთი კეთილი და გულისხმიერი იყო. ყველა მისი მეგობარი განადგურებულია.

ჩვენ წლების წინ ჯვარი ქუთაისში დავიწერეთ და ბოლო ექვსი წელი საქართველოში ვცხოვრობდით. ძალიან გვინდოდა შვილები გვყოლოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას ეს ოცნება ვერ აუხდა.

- ახლა რას აპირებთ? საქართველოში დარჩებით თქვენი შვილებით თუ დაბრუნდებით მშობლიურ ინგლისში?

- აქ დარჩენას ვაპირებ. ბინადრობის უფლება მაქვს, მაგრამ ვაპირებ საქართველოს მოქალაქეობაზე შევიტანო განცხადება. იმედი მაქვს, საქართველოს პრეზიდენტი იმ საშინელი ტრაგედიის შემდეგ, რაც გადავიტანეთ, გამოიჩენს სიკეთეს და ჩვენს თხოვნას დააკმაყოფილებს.

ბრიტანეთის მოქალაქე ვარ და მაქვს უფლება ორმაგი მოქალაქეობა მომენიჭოს. ეს ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას გადაწყვეტს ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრებაში.

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"ინფიცირებული ექიმებიც კი ქართულ მხარეს მიდიან" - აფხაზები შიშობენ, რომ ქართველებსაც შეიძლება ამოეწუროთ რესურსი და მათ კოვიდპაციენტებს ვეღარ დაეხმარონ

აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა