ავტორი:

ავღანეთში "თალიბანის" დაჯგუფების 400-მდე მთავარ წევრს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ

ავღანეთში "თალიბანის" დაჯგუფების 400-მდე მთავარ წევრს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ

ავღანეთში მიღწეული შეთანხმების თანახმად, "თალიბანის" დაჯგუფების 400-მდე მთავარ წევრს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება კვირას, ავღანელი ხალხის წარმომადგენელთა უზენაესმა კრებამ - „ლოია ჯირგამ“, მიიღო.

„დაბრკოლებების აღმოფხვრის, სამშვიდობო პროცესის დაწყების და სისხლისღვრის დასრულების მიზნით, „ლოია ჯირგამ“ 400 "თალიბის" გათავისუფლების გადაწყვეტილება დაადასტურა“, - ნათქვამია კრების მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

მოგვიანებით პრეზიდენტმაც დაადასტურა, რომ პატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილებას ხელს მოაწერდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, გასულ კვირაში პრეზიდენტმა ავღანეთის საზოგადოების ლიდერები და პოლიტიკოსები რჩევისთვის ქაბულში მიიწვია, რათა გადაეწყვიტათ გაეთავისუფლებინა თუ არა ხელისუფლებას თალიბები ციხიდან. გამოცემის ინფორმაციითვე, ამ 400 "თალიბს" შორის არიან ის პირებიც, ვინც სასჯელს სამოქალაქო პირებსა და უცხოელებზე თავდასხმისთვის იხდიან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება ციხეებიდან 5 000 თალიბი პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდგინდა

დემონსტრანტები დაარბიეს, ორი მინისტრი გადადგა, არის მსხვერპლი - უახლესი ამბები ბეირუთიდან, სადაც დიდ აფეთქებას დიდი არეულობა მოჰყვა

ფერმა პარიზის ცენტრში მდებარე შენობის მე-15 სართულზე - რა მოჰყავთ ეიფელის კოშკთან გაშენებულ კომპლექსში