ავტორი:

დემონსტრანტები დაარბიეს, ორი მინისტრი გადადგა, არის მსხვერპლი - უახლესი ამბები ბეირუთიდან, სადაც დიდ აფეთქებას დიდი არეულობა მოჰყვა

დემონსტრანტები დაარბიეს, ორი მინისტრი გადადგა, არის მსხვერპლი - უახლესი ამბები ბეირუთიდან, სადაც დიდ აფეთქებას დიდი არეულობა მოჰყვა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრატების დასაშლელად სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობისა და სხვა სამთავრობო შენობების აღება სურდათ. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეტაკებების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, 170-ზე მეტი ადამიანი კი - დაშავდა.

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც "პარლამენტის მოედანსა" და "მარტირსის მოედანზე" შეიკრიბნენ და მთავრობის გადადგომას და რეფორმებს ითხოვდნენ, სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს და პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

საპროტესტო აქციების ფონზე ლიბანში ინფორმაციისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება ვერ შეძლო.

ლიბანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გასული კვირის სამშაბათს მომხდარ ძლიერ აფეთქებას მოჰყვა, რომლის დროსაც დაიღუპა 158 და დაშავდა 6000-ზე მეტი ადამიანი.

გამოძიების მიხედვით დადგინდა, რომ პორტში, საწყობში შენახული 2,750 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა. ნივთიერება სპეციალური დაცვის პირობების გარეშე, ექვსი წლის განმავლობაში ინახებოდა. გამოძიება გრძელდება.

  • მსოფლიო ლიდერები - დახმარება ლიბანს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მარკონმა ლიბანის მხარდასაჭერად მსოფლიო ლიდერებთან ინტერნეტკონფერენცია გამართა. კონფერენციაზე გაეროს წევრები შეთანხმდნენ, რომ ლიბანის მხარდასაჭერად და დამანგრეველი აფეთქების შედეგების დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად, მსოფლიო ლიდერები 300 მილიონ დოლარს გამოყოფენ, რომელიც "ლიბანელ ხალხს მოხმარდება".

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ლიბანს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს, თუმცა რა ოდენობის თანხაზეა ლაპარაკი, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ მზად არის ლიბანის დამანგრეველი აფეთქების შემდეგ, ქვეყნის დასახმარებლად ძალისხმევა გააორმაგოს, თუმცა ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა თავის მხრივ რეფორმებისთვის მზად უნდა იყოს.

  • ეიცვალოს მთავრობა

სააგენტო "როიტერთან" საპროტესტო დემონსტრანტები საუბრობენ.

"პოლიცია დამიზნებით მესროდა, მაგრამ ეს ვერ შემაჩერებს. იქამდე დავრჩებით ქუჩაში, ვიდრე მთავრობა თავიდან ბოლომდე არ შეიცვლება" - აცხადებს 55 წლის იონის ფლაიტი.

"ხალხს ქუჩაში უნდა ეძინოს მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება" - განაცხადა ადვოკატმა მაია ჰაბლიმ.

მთავრობა დათმობას არ აპირებს და აცხადებს, რომ დამნაშავეებს პასუხს აგებინებს.

ავტორი: თეონა რამაზაშვილი

იხილეთ ვიდეო

"ვაქცინის ფართომასშტაბიან წარმოებას მალე დავიწყებთ“  - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სლოვაკეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს გააძევებს

ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდგინდა