ავტორი:

"ნასვამი ყოფილა, სიტუაციაც აფექტური იყო, თანაც სიყვარული ადამიანის ეიფორიულ მდგომარეობას იწვევს" - რას ამბობს ხათუნა ხოფერია ჟვანია-თოფაძის საქმეზე?

"ნასვამი ყოფილა, სიტუაციაც აფექტური იყო, თანაც სიყვარული ადამიანის ეიფორიულ მდგომარეობას იწვევს" - რას ამბობს ხათუნა ხოფერია ჟვანია-თოფაძის საქმეზე?

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე 7 აგვისტოს ხეჩინაშვილის კლინიკიდან გაწერეს. სამართალდამცავებს ის ჯერ არ დაუკითხავთ, მაგრამ ალბათ მალე მოუწევს იმის ახსნა, რატომ დაჭრა ბუსა ჟვანიამ. მის ჩვენებაზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამჟამად ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი და მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თავდაპირველად პოლიციამ საქმე სხეულის დაზიანების მუხლით აღძრა, თუმცა პროკურატურამ დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და მისი დაპატიმრება მოითხოვა.

ერთ-ერთი ვერსიით, 2 აგვისტოს ბუსა ჟვანიამ თავისი შეყვარებული, რომელსაც ორი თვის წინ დაშორდა, გვიან ღამით ლევან თოფაძესა და მის ორ მეგობართან ერთად მთაწმინდაზე, ფესტივალ "მზესუმზირაზე" ნახა და ამან გააღიზიანა. იმასაც ამბობენ, მცირე შელაპარაკება მთაწმინდაზეც მოხდაო, მაგრამ ასევე დაგაინტერესებთ"ქალბატონ ნინოსაც შევხვდი და ვილაპარაკეთ" - რას ამბობს გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას დედასთან შეხვედრასა და შვილიშვილის მდგომარეობაზე? "ინციდენტამდე ჟვანიასა და თოფაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და ბიჭებმა ტელეფონითაც იკამათეს" - ახალი დეტალები თოფაძეების სახლში მომხდარ გარჩევაზე "შევხვდები ქალბატონ ნინოს, დაველაპარაკები... რომ გავიგე 15 წელიო, შემეცოდა, კაცო" - შედგა თუ არა სატელეფონო საუბარი თოფაძესა და ნინო ჟვანიას შორის? თოფაძე და მისი მეგობრები იქიდან მალე წამოსულან ჭავჭავაძის გამზირზე, თოფაძეების სახლში. მოგვიანებით სწორედ იქ მიაკითხა მათ ბუსა ჟვანიამ და სისხლიანი დაპირისპირებაც მოხდა - 22 წლის ლევან თოფაძეს დანით ოთხი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილს ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. ამავე კლინიკაში იწვა 24 წლის ბესარიონ ჟვანიაც. მას ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ის ვინ დაჭრა.

გავრცელებული ვერსია, რომ დანაშაული გოგონას გამო მოხდა, მთავარ ვერსიად განიხილება. გამოძიებამ ის უკვე დაჰკითხა. ჟვანიების ახლობლები ირწმუნებიან, რომ გოგონა ინციდენტის დროს თოფაძეების სახლში არ ყოფილა.

ხათუნა ხოფერია, ზურაბ ჟვანიას მეგობარი:

- ბუსა ჟვანია კარგი ბიჭია, კარგი შვილია, ძალიან ყურადღებიანი და თბილი, ძალიან უყვარს მამის მეგობრებთან ურთიერთობა. განსაკუთრებით სიამოვნებს, როცა მამამისზე ვსაუბრობთ. მე დავწერე პოსტი, სადაც ბოდიში მოვუხადე ბუსას იმის გამო, რომ ჩვენ, ზურას მეგობრებმა, ვერ შევძელით ყველაზე რთულ პერიოდში ნათელი მოგვეფინა მამამისის საქმისთვის. ის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოში გაიზარდა, იმის მიუხედავად, რომ უცხოეთში სწავლობდა. ძალიან რთული ასაკი ჰქონდა ბუსას მაშინ, როცა მამა გარდაეცვალა. ტრაგედიის დღეს ზურას მეგობრები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ელოდნენ ექსპერტიზის პასუხს. როცა წყნეთში, მათ სახლში მივედი, იქ იყვნენ ბავშვები, ნინო და ნინოს დედა. 15 წელია გასული ამ ამბიდან და დღემდე მახსოვს ბავშვების თვალები. სხვა ოთახში გავდიოდით დასალაპარაკებლად და მათი გაშეშებული მზერა ყველგან მოგვყვებოდა, განსაკუთრებით - ბუსასი. მაშინ 9 წლის იყო, ეს ისეთი ასაკია, ვერც აუხსნიდი რამეს... მერე თვითონ მოუწია ყველაფერში გარკვევამ. მისთვის მამა უსაყვარლესი ადამიანი იყო, ძალიან მზრუნველი და ახლობელი. იმ ასაკში, როცა ყველაზე ძალიან სჭირდებოდა, მამა გვერდით აღარ ჰყავდა. გახსოვთ, ალბათ, როგორ ძალადობდნენ ამ ოჯახზე, ვფიქრობ, ეს მასზე მძიმედ აისახა. ბავშვების მეხსიერებაში ყველაფერი ილექება, მერე კი ინდივიდუალურად და თან მტკივნეულად ვითარდება. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ვამართლებ იმას, რაც ბუსამ გააკეთა, მაგრამ მისი დახასიათებისას არ შეიძლება არ თქვა, რომ ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა. ძალიან ნიჭიერია, ძალიან კარგად სწავლობდა, აქვს ღრმა და საფუძვლიანი განათლება. ოთხი წელია, ბუსა საქართველოში დაბრუნდა. განათლება ამერიკაში მიიღო. მისი და ლიზიც ამერიკაში სწავლობდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ნინომ საოცრად კარგი შვილები გაზარდა. იხილეთ სრულად

პოლიციელი, რომელიც 12 წლის ბავშვს დაეჯახა, ბრალდებას აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს - ადვოკატი

"დევნისას ბიჭს დაუვარდა პატარა ჩანთა, რომელშიც მხოლოდ სავარცხელი და თმის ჟელე ვნახეთო" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილის თანამესაკნის ჩვენება

არჩილ გაგნიძის ადვოკატის თქმით, შაქარაშვილის ჩანთაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის დნმ არ აღმოჩნდა, პროკურორის განცხადებით კი, დნმ-ის პასუხები ჯერ არ მიუღიათ