"დღეიდან აგრილდება" - როგორი ამინდი იქნება საქართველოში კვირის ბოლომდე

"დღეიდან აგრილდება" - როგორი ამინდი იქნება საქართველოში კვირის ბოლომდე

საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, შავი ზღვის ტერიტორიაზე კვირის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით.

„შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასებმა გავრცელება გასულ ღამეს დაიწყო, დასავლეთ საქართველოში ყველგან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმა. არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩეუნდება, როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, იქნება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით და პერიოდულად გამოიდარებს.

დასავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა, დღეიდან აგრილდება და ტემპერატურა 23-28 ‎გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში 26-31‎ გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს და 28-30‎ გრადუსი იყოს“, - განაცხადა ნიორაძემ.

სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს - უახლესი ცნობები რეგიონიდან

"წუხელ ბედნიერებისგან არ მეძინა, წნევამ ამიწია..." - ლელა ვეფხვაძეს ფონდმა "ქართუმ" ბინა უყიდა

"ინფიცირებულებმა მოულოდნელად ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს... აქ ჩარჩენილია ექიმების ჯგუფიც" -  რა მდგომარეობაა დაკეტილ მესტიაში