ავტორი:

"დამაჯერეს, რომ ხუთწუთიანი პროცედურა იყო და ნარკოზიანად 40 წუთი დასჭირდებოდა" - რას ყვება კომაში მყოფი, 25 წლის გოგონას მამა?

"დამაჯერეს, რომ ხუთწუთიანი პროცედურა იყო და ნარკოზიანად 40 წუთი დასჭირდებოდა" - რას ყვება კომაში მყოფი, 25 წლის გოგონას მამა?

გასულ კვირას მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი დააკავეს. პროკურატურამ საქმე სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე აღძრა. უკანონო საექიმო საქმიანობის გამო პასუხისგებაში მიეცა ანესთეზიოლოგი მაგდა ხოჭოლავაც, მაგრამ რადგან საქართველოში არ არის, მას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.25 წლის ნათია ცირეკიძე 20 თვეა, კომატოზურ მდგომარეობაშია და ოჯახი იმ ექიმების დასჯას ითხოვს, ვინც გოგონა ამ მდგომარეობაში ჩააგდო. ამ თემაზე ვრცელი სტტია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომელიდანაც ამონარის გთავაზობთ:

გოგონას მამა, მირზა ცირეკიძე ამბობს, რომ როგორც იქნა, სამართალს მიაღწია. მაგრამ წყვეტენ ამ თემაზე საუბარს, რადგან არ უნდათ საკითხს პოლიტიკური სარჩული დაედოს.

- წელიწად-ნახევარი ჩემი შვილი ფიზიოთერაპიით მკურნალობდა, მერე გვირჩიეს, მივსულიყავით ყიფიანთან. 2018 წლის ივნისში მან მითხრა, ჩვენთან ჩამოდიან სპეციალისტები იტალიიდან და მათთან ერთად გავიაროთ კონსულტაციაო. დაველოდეთ სექტემბერს, ტკივილები ისეთი მძიმე არ იყო, რომ ვერ გადაგვეტანა. სექტემბერში მართლაც ჩამოვიდნენ, მაგდა ხოჭოლავა არის იტალიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მის გარდა იქიდან ჩამოსულ იტალიელ ექიმსაც შევხვდით. ხოჭოლავა თარჯიმნის როლსაც ასრულებდა. დამარწმუნეს, რომ ეს აუცილებელი ოპერაცია იყო. მართალია, მკურნალობისას 100%-იან გარანტიას არავინ იძლევა, მაგრამ დამაჯერეს, რომ ხუთწუთიანი პროცედურა იყო და ნარკოზიანად 40 წუთი დასჭირდებოდა. გაუკეთდა პირველი ოპერაცია და მეორე დილით გაგვწერეს სახლში. ოპერაციის შემდეგ ისევ იგრძნო ბავშვმა ტკივილები და ისევ მივაკითხეთ ყიფიანს. გვითხრა, გავესაუბრები იტალიელებს და რასაც მეტყვიან, გეტყვიო. მერე მითხრეს, ერთ თვეში ისევ ჩამოდიანო და დავგეგმეთ კონსულტაცია.

გადავიღეთ ტომოგრაფია, რომელიც შეადარეს წინას და მითხრეს, რომ მეორე ოპერაცია უკეთეს შედეგს გამოიღებდა. პირველად 5.000 ლარი გადავიხადეთ. რადგან უკმაყოფილოები ვიყავით ოპერაციით, გვითხრეს, რომ მეორე ოპერაციას 3.500 ლარად გაგვიკეთებდნენ. იტალიიდან ჩამოსულ ექიმს პირადად შევხვდი, დამაიმედა, ყველაფერი კარგად იქნებაო. ბავშვი შეიყვანეს ოთახში, სადაც ნარკოზი გაუკეთდა. 15 წუთი ველოდებოდით. ამის შემდეგ შევიდა იქ ყიფიანი, ცოტა ხანში კი იქიდან გამოსულებმა ჟანგბადის ბალონის მოტანა ითხოვეს. ოპერაციამდე გართულდა მდგომარეობა და ბავშვი კომაში ჩავარდა. ნარკოზი გაუკეთა ხოჭოლავამ. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ოპერაციას იტალიელები აკეთებდნენ, არადა, ახლა ირკვევა, რომ არც ერთ ექიმს, რომელმაც ჩემს შვილს ოპერაცია გაუკეთა, ამის გაკეთების უფლება არ ჰქონია. 20 თვეა, ჩემი შვილი კომაშია და ექიმები ვერაფერს მეუბნებიან. მიზეზიც კი არ იციან. წელიწადია, გრძელდება გამოძიება და სამართალი ისევ არ მოიძებნა, მაგრამ ახლა პროკურატურის საქმიანობით კმაყოფილი ვარ. ექიმების დაკავების გადაწყვეტილება სამართლიანია და მომავალი გვიჩვენებს, როგორ დამთავრდება ყველაფერი. ჩემთვის მთავარი ჩემი შვილის გადარჩენაა. იხილეთ სრულად

"რთული პაროლი ექნებოდა... საიდუმლო თუ ჰქონდა, კომპიუტერში არ შეინახავდა" - რას ამბობს კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი წაშლილ ფაილებზე

"ყველა ინფორმაცია, რომელიც სოციალური ქსელებიდანაა წაშლილი, აღდგება" - რაზე მიიღო პასუხი აშშ-დან ბაჩალიაშვილის ოჯახმა

"ყვიროდა, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებითო" - რას ჰყვება თვითმხილველი ბათუმის საკარანტინე სივრცეში მომხდარ ამბავზე