ავტორი:

როგორ მოვამზადოთ ოთახი ახალშობილისთვის

როგორ მოვამზადოთ ოთახი ახალშობილისთვის

ბავშვის დაბადება მღელვარებით აღსავსე და უაღრესად საპასუხისმგებლო ეტაპია ახალგაზრდა მშობლების ცხოვრებაში. 9–თვიან მოლოდინს ახალი ემოციები და შეგრძნებები ახლავს თან. მომავალმა მშობლებმა დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში უნდა მოახერხონ იდეალური სივრცის მოწყობა, სადაც ახალშობილმა უნდა დაიწყოს ცხოვრება. გასაკეთებელია რემონტი, შესაძენია საბავშვო ავეჯი, სრულფასოვანი გარდერობი, ეტლი და სხვა აუცილებელი ნივთები.

ამიტომაც, მათთვის მთავარი კითხვებია, როგორ მოვამზადოთ ოთახი ახალშობილისთვის და რა უნდა შეიცვალოს სახლში. პირველი თვეებისა და წლების განმავლობაში ბავშვი სწრაფად იზრდება, თვალსა და ხელსშუა პაწაწინა ჩვილი ახალბედა მკვლევარი ხდება და იწყებს თავისი სამყოფელის ყველა დეტალის შესწავლას. ამ დროს მშობლების ამოცანა არა აკრძალვები და ბავშვის შეზღუდვა, არამედ მისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნაა. და ეს ყველაფერი ბავშვის გაჩენამდე უნდა მოესწროს.

დავიწყოთ კედლებით

როგორც წესი, ბავშვის ოთახების მოწყობას მშობლები საკუთარი გემოვნებით ცდილობენ და ფერების შერჩევისას მომავალი შვილის სქესის შესაბამისად განსაზღვრავენ. ამ დროს მთავარია არ ავაჭრელოთ, არ გადავტვირთოთ ფერებით ოთახი. ბავშვის ზრდასთან ერთად ყოველთვის შეიძლება მარტივად დეკორების შეცვლა, თუნდაც საღებავების გამოყენებით. შპალერს გამოვიყენებთ, თუ საღებავს, აქ უმთავრესი ამოცანაა, მასალები იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო! დიახ, მრავალი კვლევა არსებობს, რომელთა თანახმად ბევრი საღებავი და შპალერი შეიცავს ტოქსიკურ, მავნე აქროლვად მინარევებს. ეკოლოგიურად სუფთა და ეკომეგობრულ პროდუქციაზე ორიენტირებული სამშენებლო–სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ ახალბედა მშობლებს თავისი მომავალი შვილებისთვის სწორედ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას სთავაზობენ. „მიჰაუსის“ კონსულტანტები უტყუარ ინფორმაციას აწვდიან მომხმარებლებს პროდუქციის ხარისხთან, მის შემადგენლობასთან დაკავშირებით. ასევე, აქ შეგიძლიათ თქვენი გემოვნებისთვის შეარჩიოთ კედლებისთვის ნებისმიერი ქოლორი, მათ შორის დეკორატიულიც. დღეს ტრენდულია ერთი კედლის სხვა ფრად შეღებვა, ან აბსტრაქტული გამოსახულებით შემოსვა.

კომპანია „დანდინო“ სპეციალიზირებულია საბავშვო შპალერის ფართო სპექტრის პროდუქციის წარმოებაში. იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, არატოქსიკურ მასალებს მრავალფეროვანი, გამძლე და ხელმისაწვდომი შპალერის შესაქმნელად. კომპანიის ძირითადი ფასეულობებია : ხარისხი, სტილი და ფასი. აქვს დისნეისა და ვორნერ ბრაზერსის ლიცენზია. სწორედ ამიტომ საკუთად დიზაინებთან ერთად იყენებენ ანიმაციური ფილმების პერსონაჟებს. შპალერი წმენდადია, ზომა 0.53*10მ. 5.3m²

„მიჰაუსში“ ასევე წარმოდგენილია შპალერის მწარმოებელი კომპანია ICH. მისი ისტორია 1962 წელს, ესპანეთში იწყება და ეს კონკრეტული კომპანია ერთ-ერთი უძველესია მთელს ევროპაში. ბრენდი წარმოებაში უახლეს ტექნოლოგიას იყენებს, ასევე, პროდუქციის წარმოების დროს გამოყენებული მასალები და მეთოდები შეესაბამება გარემოს დაცვის ყველა შესაბამის ევროპულ რეგულაციას.

„მიჰაუსში“ ასევე წარმოდგენილია Alpina-ს საღებავები - აბრეშუმისებრად მქრქალი, სპეციალური, მდგრადი საღებავი საბავშვო ოთახისათვის, უსაზღვრო მრავალფეროვნებით. საღებავი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს შეფერადების შემდეგაც კი. პროდუქტს არ გააჩნია უარყოფითი ზეგავლენა ოთახის ჰაერზე და ამგვარად თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე, როგორც გამოყენების დროს, ისე მშრალ მდგომარეობაში. განსაკუთრებით გამძლე და ძალიან კარგად იწმინდება - ჯანმრთელი და ცოცხალი გარემოსათვის.

აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ასევე გერმანული წარმოების, ეკოლოგიურად სუფთა ლაქ–საღებავები კომპანიისგან FEIDAL. ამ ბრენდით ბრენდით წარმოებული პროდუქციის ხაზში არის ისეთი მაღალხარისხიანი პროდუქტები, უმკაცრესი კრიტერიუმებით შემოწმების შედეგად მინიჭებული აქვს ხარისხისა და ეკოლოგიის ნიშანი ,,ცისფერი ანგელოზი“/,,Blaue Engel”.

ბავშვის ოთახის განათება

მრავალდონიანი განათება კომფორტულია ახალშობილისთვის. ასეთ პირობებში ღამის საათებში შესაძლებელია დავტოვოთ მხოლოდ მბჟუტავი შუქი, ხოლო კაშკაშა სინათლე საშუალებას მისცემს ბავშს, წვიმიან ამინდსა და საღამოობით ისე გაერთოს, როგორც მზის შუქზე. განათების შესარჩევად საუკეთესო გამოსავალია ისევ და ისევ „მიჰაუსის“ შესაბამისი სექტორის კონსულტანტებთან გასაუბრება. აქ უნიკალური დიზაინის განათებების იმდენად დიდი არჩევანია, რომ ხელცარიელი ნამდვილად ვერ გამოხვალთ ჰიპერმარკეტიდან.

რა არ უნდა იყოს ბავშვის ოთახში

ბავშვის ოთახის მომზადებისას მომავალმა მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომელი ნივთები არ უნდა იყოს ოთახში. ესენია:

– მცენარე – რამაც შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს;

– ლარნაკები და დეკორის სხვა ელემენტები;

– ხალიჩები და შალის პლედები – ისინი „საუკეთესო მტვევრშემკრებები“ არიან;

– დიდგაბარიტიანი ავეჯი – უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი სივრცე დავუტოვოთ პატარას თამაშისთვის.

დაბოლოს...

მიჰაუსის კონსულტანტებისა და ინტერიერის დიზაინერებისგან მიღებული რჩევებით ახალგაზრდა მშობლები უამრავ შეცდომას აიცილებენ თავიდან და მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიან თავის პატარას. ასევე, „მიჰაუსში“ თქვენ შეგიძლიათ VR-სათვალით წინასწარ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბავშვის მომავალი ოთახის ინტერიერი და ზუსტად ის პროდუქცია შეიძინოთ, რაც აუცილებელია რემონტისა და აღჭურვისთვის. ამით ბევრ გაუთვალისწინებელ ხარჯსაც აირიდებთ.

NS

"სხვისი გალანძღვით ცდილობენ, საკუთარი ლაქები ჩამოირეცხონ" - რას ფიქრობენ საზოგადოების წარმომადგენლები ქვეყანაში გამეფებულ ნეგატიურ ფონზე?

"ადამიანების კატეგორიაა, ვინც მიიჩნევს, რომ დაჩიპავენ... მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეითსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს?!" - იმნაძე

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 12 სოფელ ლენჯერში დაფიქსირდა - რას ამბობენ ექიმები ეპიდვითარებასა და ახალ ინფიცირებულებზე