ავტორი:

გიგი უგულავა დააჯარიმეს - რა მოხდა იუსტიციის სამინისტროსთან?

გიგი უგულავა დააჯარიმეს - რა მოხდა იუსტიციის სამინისტროსთან?

იუსტიციის სამინისტროსთან "ევროპული საქართველოს" ლიდერები და სამართალდამცველები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარტიის წარმომადგენლებს პლაკატების გაკვრის უფლება არ მისცეს.

გიგი უგულავამ სამართალდამცველებს ჰკითხა, კონსტიტუციის რომელი მუხლის შესაბამისად მივიდნენ, რაზეც პოლიციამ უპასუხა: "საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის შესაბამისად. ვიცით ვისია ეს ღობე? შესაბამისი ნებართვა მოგცათ ვინმემ?"

ამის შემდეგ ადგილზე მუნიციპალიტეტის ინსპექციის მონიტორინგის სამსახური მივიდა და პარტიის გენერალური მდივანი ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო დააჯარიმა - "აღნიშნული ქმედება თბილისის იერსახის დამახინჯებაა".

ცნობილია, რომ აჯარიმებდნენ პარტიის სხვა წევრებსაც, თუმცა მათ საჯარიმო ოქმები არ ჩაუბარებიათ.

გიგი უგულავამ კი მათ ასე უპასუხა: "რაც გინდა ის დაწერე, თქვენს გამოწერილ ფურცელს აქვს აბსოლუტურად ტუალეტის ქაღალდის ფასი. თქვენ ახლა აბუჩად იგდებთ კონსტიტუციას, ფეხქვეშ თელავთ კანონს".

"ტილებივით რომ მოედო კრიმინალი და შეეზარდა სახელმწიფოს, მოდიან და ასე აჯარიმებენ ხოლმე პატარა ბავშვებს და ჩვენს აქტივისტებს. იმიტომ მოვედით აქ ჩვენ. მოვედით და ვეუბნებით, ესენი არღვევენ კონსტიტუციას, ესენი არღვევენ კანონს... ამ ხალხს აღარც კონსტიტუცია აინტერესებს, აღარც საარჩევნო კოდექსი აინტერესებს. არაფერი აინტერესებს ერთადერთი აქედან რომ იყურება ის შლეგი თეა წულუკიანი, იძახის, რომ იქ არ გამიკრანო", - განუცხადა ადგილზე ჟურნალისტებს უგულავამ.

ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს პარტიის "ფეისბუქ-გვერდიც":

""ევროპული საქართველოს" ლიდერებმა იუსტიციის სამინისტროს წინ პლაკატების დემონსტრაციული გაკვრით გააპროტესტეს ის უკანონობა, რამელსაც ქართული ოცნება მიმართავს ჩვენი ახალგაზრდა აქტივისტების მიმართ, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მათ ჯარიმებს უწერს, კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის თქმით, პარტია სამართლიანობის აღდგენას სასამართლოს გზით ეცდება.

"ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო, ძვირფასო მეგობარო, სანდრა რულოვსი ხომ ვერ მეტყვი, ზუგდიდის რომელი სოფლიდანაა?" - უგულავა უდუმაშვილს

"ვიცი, რთული გზა იქნება, მაგრამ მარტივი არასდროს ამირჩევია" - ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი პოლიტიკაში წასვლაზე

ნანუკა ჟორჟოლიანი პოლიტიკაში მიდის - ტელეწამყვანი ენმ-ს და "ძალა ერთობაშია"-ს სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება