ავტორი:

თბილისში 4 წლის ბიჭუნა გატაცებას მეზობლების წყალობით გადაურჩა - "რუსთავი 2"

თბილისში 4 წლის ბიჭუნა გატაცებას მეზობლების წყალობით გადაურჩა - "რუსთავი 2"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია თბილისში ბავშვის გატაცების მცდელობის თაობაზე. როგორც გადაცემა "კურიერში" განაცხადეს, მათ სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრიც მოიპოვეს.

4 წლის ბიჭუნა გატაცებას მეზობლების წყალობით გადაურჩა, რომლებისთვისაც უცხო მამაკაცის ქცევა საეჭვო აღმოჩნდა. მათი ყურადღება ბავშვის ტირილმა მიიქცია, რომლის ეზოდან გაყვანასაც უცნობი ცდილობდა. მეზობლებს აქვთ ეჭვი, რომ მამაკაცი გარკვეული დროის განმავლობაში ოჯახს აკვირდებოდა. ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბავშვის მამა უცხოეთში იმყოფებოდა და პატარა მას კარგად ვერ ცნობდა, ამიტომაც სცადა მოეტყუებინა, თითქოს მამამისი იყო. ვარაუდობენ, რომ მან ბავშვის გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით დაგეგმა. ბრალდებული არ აღიარებს ბრალდებას და ამბობს, რომ არაფერი ახსოვს.

მცირეწლოვანის გატაცების მცდელობაში ბრალდებული 48 წლის დავით გეჯაძეა. მას გამოძიება წინასწარი შეცნობით მცირეწლოვნისთვის თავისუფლების აღკვეთას ედავება.

გეჯაძეს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"დანაშაული არ ჩაუდენია, სამართალდამცველებმა  კვალი წაშალეს" - ტყიბულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცის ახლობლები

"აშკარად დიდი მანქანის კვალია... გამორიცხული არაფერია, მათ შორის, არც ევაკუატორის თემა" - რის გამო შეიძლება გადაკვალიფიცირდეს ბაჩალიაშვილის საქმე

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს