ავტორი:

"იქ გახდნენ ჩვეულებრივი გრიპით ავად, იმ სოფელში იყვნენ სიცხიანები... დაბრალდა ამ ოჯახს" - რას წერს ნორა კვიციანი სვანეთში კორონავირუსის გავრცელებაზე

"იქ გახდნენ ჩვეულებრივი გრიპით ავად, იმ სოფელში იყვნენ სიცხიანები... დაბრალდა ამ ოჯახს" - რას წერს ნორა კვიციანი სვანეთში კორონავირუსის გავრცელებაზე

დეპუტატ ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პირველწყაროსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მინდა გამოვეხმაურო მესტიაში კორონაზე აგორებულ ცრუ ინფორმაციას. ჯერ ერთი თბილისიდან ჩასულ ქალბატონზე და მის ოჯახზე რომ გავრცელდა ინფორმაციები, არ ჯობია ჯერ რომ გაგერკვიათ, მერე გაგევრცელებინათ?! შეამოწმეთ თბილისში ის უბანი, რომელ უბანშიც ის ქალბატონი ცხოვრობს, თუ ვინმე არის მის ირგვლივ იმფიცირებული. ამიტომ ვერანაირად ვერ იქნება თბილისიდან ამ ვირუსით დაავადებული მესტიაში ჩასვლამდე. იქ გახდნენ ჩვეულებრივი გრიპით ავად, იმიტომ რომ იმ სოფელში იყვნენ სიცხიანები, ჩვეულებრვად იყო ხალხი დაავადებული გრიპით. ამ ოჯახში არის ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც არის ასთმით დაავადებული და ცოტათი გაურთულდა, წაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში. არაფერი საგანგაშო არ სჭირდა, მაგრამ მაინც ჩაიყვანეს ქუთაისში იქ პირველად უთხრეს ფილტვების ანთება, შემდეგ უკვე კორონა, აქიდან გავიდა ინფორმაცია კორონა და დაბრალდა ამ ოჯახს. ეს რომ არა, ისე ჩაივლიდა თუ გავრცელდებოდა ვერც ვერავინ გაიგებდა, ამ ოჯახის წევრებს რომ ჩაუტარდათ ტესტირება, უთხრეს გადატანილი გაქვთო. დიდება და მადლობა უფალს, რომ ყველანი ამჟამად კარგად არიან კარგი ანალიზებით, მაგრამ კარანტინი თავისთავად გასავლელი, საინტერესოა, რატომ თბილისიდან ჩასვლაზე გაქვთ აქცენტი, მაშინ როცა ათასობით ტურისტი სტუმრობს მესტიას?! ნუ შეგყავთ შეცდომაში საზოგადოება და ჭორის დონეზე ნუ აყენებთ შეურაცყოფას ადამიანებს, მაგრამ ჩემთვის სამართალი და სიმართლე! უფალი იყოს ჩვენი მფარველი და შემწე!", - წერს ნორა კვიციანი.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტი დაემატა. კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, ცხრავე პაციენტი ე.წ. სვანეთის კლასტერიდანაა. პაციენტები ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

"9 პაციენტი გადმოიყვანეს სვანეთიდან, მათგან 4 ბავშვია. ამ დროისთვის, ყველა მათგანს უტარდება გამოკვლევები", - განაცხადა ნადირაძემ.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 12 პაციენტი იმყოფება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიაში ბოლოს ჩატარებული 600 ტესტიდან, კორონავირუსი ერთ შემთხვევაში გამოვლინდა.

გამყრელიძის განცხადებით, მესტიის საავადმყოფოში ე.წ. სწრაფი PCR ტესტის აპარატი დამონტაჟდა, რომელიც დღეში 50-მდე ტესტის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

„მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუცია სრულად მართვადია, კონტროლს ექვემდებარება. იმის გამო, რომ 600 ტესტირებულში ერთი დადებითია, ჩემში საიმედო პროგნოზი არსებობს, რომ ალბათ ინფექცია ჯერჯერობით მუნიციპალიტეტში გავრცელებული არ არის. ამიტომ საჭირო იყო ამ მკაცრი ზომების გატარება. დღეს დავაინსტალირეთ ე.წ. სწრაფი, PCR-ის აპარატები მესტიის საავადმყოფოში, რომელიც 45 წუთში იძლევა პასუხს. ერთდროულად, ყოველ 45-ში შეუძლია 4 ნიმუშის ტესტირება, ანუ დღის განმავლობაში, დაახლოებით 40-50-ის“, - განაცხადა გამყრელიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეიზღუდა როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი - მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი. აღნიშნულის გარდა, დამატებითი რეგულაციები - საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა პირმა დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ჩემი მრავალწლიანი ქრონიკული ბრონქიტი სვანეთის ჰაერმა 5 დღეში განკურნა" - რას წერს ცნობილი ექიმი, რომელიც მესტიაში კარანტინში იმყოფება

"ეს ისტორია შემაკავებელი ორდერის გამოცემით დასრულდა..." - რას წერს გოგონა, რომელსაც კნუტის გაჩუქების შემდეგ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

"მიყვარხარ" - მონიკა ბელუჩის ქალიშვილმა დევა კასელმა, შეყვარებულთან ერთად გადაღებული, ინტიმური ფოტოები გაავრცელა