ავტორი:

ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას ოჯახური იდილია - ფოტოები ახალშობილ შვილთან ერთად

ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას ოჯახური იდილია - ფოტოები ახალშობილ შვილთან ერთად

ილო ბეროშვილი და ანი ბებია სოციალურ ქსელში ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებენ. მსახიობებს 5 ივლისს ვაჟი შეეძინათ.

"მე და ჩემი სამყარო"

"შექმნილია სიყვარულით - Made with Love"

"ილოს ხანდახან ვეხმარები ხოლმე" - ასეთ წარწერებს უკეთებენ მსახიობები უსაყვარლესი პატარას ფოტოებს.

სასიხარულო ამბავი და სამშობიაროში გადაღებული ფოტოები ბეროშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და უამრავი მილოცვაც მიიღო.

წყვილმა ახალშობილს ჯერი დაარქვა. ეს მათი პირველი საერთო შვილია.

წყვილის სიყვარულის ამბავი 2 წლის წინ დაიწყო. მათ ერთმანეთი ერთ-ერთი რადიოგადაცემის ჩაწერისას გაიცნეს. თავიდან რომანტიკულ ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ. ანი და ილო ჯერჯერობით ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან.

ისინი წარსულში სხვა ადამიანებზე იყვნენ დაქორწინებულები, თუმცა მათი წინა ქორწინებები დასრულდა.

ილო ბეროშვილს ორი ქალიშვილი ჰყავს ტელეწამყვან ნელი აგირბასთან. ბავშვებთან კარგი ურთიერთობა აქვს ანი ბებიას და მათ ფოტოებსაც ხშირად ათავსებს "ინსტაგრამზე".

"მუხლებზე მდგომნი იძახდნენ, "ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ძმა..რაც შევძელი შემზარავი კივილი  იყო" - რას წერს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალი

"შიმშილობას რაც შეეხება, ისეთივე აბსურდული და დადგმული მგონია, როგორებიც თქვენ ხართ” - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და?

"ვერ უძლებენ ასაკოვანი დედები აქაურ ურთულეს სამუშაოს... კეთილი ინებეთ, ახალგაზრდებო და თქვენ წამოდით" -  რას წერს რომში მოღვაწე არქიმანდრიტი