ავტორი:

"შერატონ ბათუმში" პროექტ "ლურჯი ოკეანის" ღონისძიება "ფეხებზე დაკიდების ხელოვნება" გაიმართება

"შერატონ ბათუმში" პროექტ "ლურჯი ოკეანის" ღონისძიება "ფეხებზე დაკიდების ხელოვნება" გაიმართება

14 აგვისტოს 19:00 საათზე ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" (რუსთაველის #28) პროექტ "ლურჯი ოკეანის" ღონისძიება "ფეხებზე დაკიდების ხელოვნება" გაიმართება.

ღონისძიების სპიკერები იქნებიან: დავით ჩიკვაიძე („საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის” დამფუძნებელი და ტრენერი), რევაზ კოპალაძე (Caucasus Online-ის გენერალური დირექტორი) და ანდრო დგებუაძე (ტრენერი, ბლოგერი). აღნიშნულ ღონისძიებაზე გაიმართება მარკ მენსონის წიგნის "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნების" პრეზენტაცია.

NEW YORK TIMES-ის ეს ბესტსელერი საქართველოშიც, გამოცემიდან მალევე გახდა ყველაზე გაყიდვადი წიგნი.

"ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება" მარტში გამოვეცით და უკვე მეოთხე ტირაჟის დაბეჭდვას ვაპირებთ. დიდი დაინტერესება გამოიწვია ბათუმში დაგეგმილმა ღონისძიებამაც. ბილეთების რაოდენობა იწურება და მინდა მოვუწოდო მას, ვინც 14 აგვისტოს ბათუმშია, დაესწრონ ჩვენს ღონისძიებას, რომელიც თავისი ფორმატით ისეთივე არაორდინალური იქნება, როგორც მარკ მენსონის წიგნია", - ანა დარჯანია, პროექტ "ლურჯი ოკეანის" მენეჯერი.

ბილეთების შესაძენად გადადით მითითებულ ბმულზე: http://tkt.ge/BlueOcean

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/583030182387385/

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მე-14)

წიგნები, რომლებმაც ბოლო პერიოდში ქართველი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, უკვე gudabooks.ge-ზეა

დაბა სიონში 50%-მდე ფასდაკლებით გამოფენა-გაყიდვა იმართება