თელ-ავივში ორი ქართველი არალეგალი ქალბატონი დააკავეს

თელ-ავივში ორი ქართველი არალეგალი ქალბატონი დააკავეს

თელ-ავივის ფეშენებელურ რაიონში, ისრაელის საემიგრაციო სამსახურმა, გატარებული რეიდის შედეგად, ორი ქართველი ქალბატონი დააკავა. ქალბატონები თელ-ავივის ელიტურ უბანში - შეა ანდ შუნ არალეგალურად მუშაობდნენ. საქართველოს ორი მოქალაქე ამ დროისთვის დაკავებულია, ხოლო სახლების პატრონები, სადაც ისინი შინა მოსამსახურეებად მუშაობდნენ, პოლიციამ დაკითხვაზე გამოიძახა.

ქართველ არალეგალებს მდიდარი ებრაელები ხშირად ქირაობენ და საკმაოდ მაღალ ანაზაღაურებასაც უნიშნავენ. მათივე ცნობით, შარშან ეფერების ოჯახში, რომელიც ისარაელში ყველაზე მდიდარ გვარად ითვლება, საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც მათთან არალეგალურდ მსახურობდა.

ქართველი ქალაბატონების დაკავების და მათი ვინაობის შესახებ ”ინტერპრესნიუსმა” ინფორმაციის მოპოვება ისრაელში საქართველოს საელჩოში სცადა, თუმცა იქ განაცხადეს, რომ ამ ფაქტის შესახებ მათთვის არავის უცნობებია. ფაქტის შესახებ ინფორმაციას არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფლობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ