ავტორი:

ქარელში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა - ერთი პირი ადგილზე დაიღუპა

ქარელში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა - ერთი პირი ადგილზე დაიღუპა

ქარელში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მანქანა საცხოვრებელი სახლის წინ მდგომ პირებს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფონიჭალაში ავარიის შედეგად გარდაცვლილები 24 წლის ქალი და მისი 4 წლის ვაჟი არიან

2 გარდაცვლილი და 2 დაშავებული - ფონიჭალაში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა

ბათუმში, კარანტინში გადაყვანილი პირი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა