ავტორი:

2 გარდაცვლილი და 2 დაშავებული - ფონიჭალაში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა

2 გარდაცვლილი და 2 დაშავებული - ფონიჭალაში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა

ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ საცხოვრებელ სახლს, შემდეგ კი ქვეითებს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფონიჭალაში ავარიის შედეგად გარდაცვლილები 24 წლის ქალი და მისი 4 წლის ვაჟი არიან

ქარელში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა - ერთი პირი ადგილზე დაიღუპა

ბათუმში, კარანტინში გადაყვანილი პირი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა