ავტორი:

"ვარლამ გოლეთიანის გამოჩენა სალხინოში მიმაჩნია შეცდომად, როგორც მის გულშემატკივარს" - რას წერს გია ხუხაშვილი?

"ვარლამ გოლეთიანის გამოჩენა სალხინოში მიმაჩნია შეცდომად, როგორც მის გულშემატკივარს" - რას წერს გია ხუხაშვილი?

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში საზოგადოების ინტერესი სალხინოსკენ იყო მიმართული, სადაც მეუფე სტეფანეს მომხრეეებსა და მეუფესთან დაპირისპირებულ ადამიანებს შორის დაპირისპირება იყო.

ადგილზე იმყოფებოდა "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანიც, რომელმაც იქ ყოფნის მიზეზები განმარტა.

"ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს. ვწუხვართ ამ ყველაფრის გამო და ჩამოვედით, რომ ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელებას დავუჭიროთ მხარი" - აღნიშნა გოლეთიანმა, რომლის მიმართ სალხინოში ჩასვლის შემდეგ უამრავი კრიტიკული პსტი დაიწერა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნდა ექსპერტმა გია ხუხაშვილმაც:

"მცირე განმარტება: ვარლამ გოლეთიანის გამოჩენა გუშინ სალხინოში მიმაჩნია შეცდომად, როგორც მის გულშემატკივარს და არა როგორც კრიტიკოსს.

მიმაჩნია, რომ ის არის კარგი ახალგაზრდა და მისი ბრძოლა რიონის ხეობის გადასარჩენად არის სამართლიანი. არც მის გულწრფელობაში შემპარვია ეჭვი.

რატომ მიმაჩნია, რომ შეცდომა დაუშვა: მისი ბრძოლა დღემდე კი არ ყოფდა, აერთიანებდა მის თაობას. თაობას, რომელსაც არ მოსწონს პეტრე, მაგრამ არც ის მოსწონს, რაც იქ გუშინ ხდებოდა.

ვიღაცას მოსწონს, თუ არა, ასე ფიქრობს დღევანდელი ახალგაზრდობა და ზუსტად მათ უნდა განასახიერებდეს ვარლამი.ჩვენი თაობის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ მუდმივად ვეძებდით და ვეძებთ იმას, რაც გვყოფს. მათი არჩევანია ეძებონ ის, რაც აერთიანებთ და აუცილებლად იქნებიან წარმატებული" - წერს ხუხაშვილი.

"ქმარი ოჯახის უფროსია... ჩემი ერთგულება და უდიდესი სიყვარული ცხოვრებაში - ეს ყველაფერი ჩემი მეუღლეა" - პარლამენტის თავმჯდომარის რუსი მეუღლის ემოციური პოსტები

"შეყვარებული ტურისტის" მკვლელობის საქმე... ის მილებად გადააქციეს" - რა ფოტოებს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე"?

"ხულიგნებს ერიდეთ...უკან რომ მოვბრუნდი, ასე დამხვდა" - "ბაიკერი" ბებო სოციალურ ქსელს იპყრობს