ავტორი:

რა მდგომარეობაშია ახალგაზრდა, რომელიც კარანტინში მეოთხე სართულიდან გადახტა

რა მდგომარეობაშია ახალგაზრდა, რომელიც კარანტინში მეოთხე სართულიდან გადახტა

კარანტინში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ბათუმში, სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, კვლავ მძიმეა. ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.

როგორც „ინტერპესნიუსს“ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა რატიანმა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განმარტებით, პაციენტს მრავლობითი სახის დაზიანებები აღენიშნება.

„პაციენტს პოლიტრავმა აღენიშნება. კერძოდ, დაჟეჯილობები, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ქალა-ტვინის ტრავმა და ა.შ.“, -განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

"ქობულეთის „წითელ ზონად“ გამოცხადების საშიშროება არ არის, ვფიქრობთ, ეს ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება" - ამირან გამყრელიძე უახლესი ცნობებით

"2 ქობულეთის შემთხვევასთან კავშირში მყოფი პირია" - ინფორმაცია კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევის წყაროებისა და კლასტერების შესახებ

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 4 აჭარაში დაფიქსირდა