ავტორი:

"ამ გადაწყვეტილებებით სახელმწიფოს გაემიჯნა" - დავით ქევხიშვილი ლერი ხაბელოვს უპირისპირდება

"ამ გადაწყვეტილებებით სახელმწიფოს გაემიჯნა" - დავით ქევხიშვილი ლერი ხაბელოვს უპირისპირდება

დავით ქევხიშვილი ლერი ხაბელოვს უპირისპირდება. 10 აგვისტოს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა გამგეობის სხდომა, რომელმაც კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 11 სექტემბერი დაადგინა, კანდიდატად კი ლერი ხაბელოვი წარადგინა.

ამ გადაწყვეტილებას ძიუდოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი სოცქსელში ასე გამოეხმაურა:

„მეგობრებო, მინდა ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას არჩევნების დანიშვნის თაობაზე, რაც მიმაჩნია, რომ თავისთავად არის გაგრძელება იმ უსამართლო ქმედების, რომელიც წესდებაში ცვლილების შეტანის სახით დაფიქსირდა გასული წლის დეკემბერში.

ამ ცვლილებით ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სრულიად უსაფუძვლო მოტივით „დააკანონა“ არჩევნებზე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნის შეზღუდვა და მოახდინა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური პრინციპის, კონკურენციის, შეჯიბრებითობის აკრძალვა. აღნიშნული თავის დროზე გახდა მიზეზი ჩემი მხრიდან, პროტესტის ნიშნად ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრის სტატუსის დატოვების.

დღეს უკვე პრეზიდენტობის კანდიდატი უფრო შორს წავიდა და ამ ორი გადაწყვეტილების ერთობლიობით ფაქტობრივად გაემიჯნა სახელმწიფოსა და შესაბამისად, მმართველი გუნდის ზოგად სპორტულ პოლიტიკას. ამ გადაწყვეტილებით მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თავად ოლიმპიური კომიტეტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საკითხი, რამეთუ ყველანაირი დემოკრატიული პრინციპის დარღვევა იქნება ასეთი სახის, ჩაკეტილ ორგანიზაციად ქცეული ოლიმპიური კომიტეტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება. წაიკითხეთ სრულად

მიხეილ სააკაშვილმა თეა წულუკიანს "მახინჯი" უწოდა - ექსპრეზიდენტს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ

ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი  საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე იქნება

"ივანიშვილი არის შესაჩერებელი... არ მივატოვებ ჩვენს ხალხს და ახალგაზრდობას გასაჭირში" - მიხეილ სააკაშვილი