ავტორი:

მიხეილ სააკაშვილმა თეა წულუკიანს "მახინჯი" უწოდა - ექსპრეზიდენტს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ

მიხეილ სააკაშვილმა თეა წულუკიანს "მახინჯი" უწოდა - ექსპრეზიდენტს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს "მახინჯს“ უწოდებს. სააკაშვილი ამ სიტყვით მინისტრს "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მოიხსენიებს.

"სააკაშვილს აქვს შიში, რომ ჰააგაში დავას წააგებს" - წულუკიანის ამ ფრაზითაა დასათაურებული ამბავი, რომლის ბმულსაც ყოფილი პრეზიდენტი აზიარებს და წერს:

ეს მახინჯი საქართველოს გამტყუნებაზე ოცნებობს და ჩალიჩობს

ყოფილი პრეზიდენტის ამგვარ განცხადებას საზოგადოების მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა და აღნიშნულ თემას სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი მიუძღვნეს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

ბაია პატარაია: "ჩვეულებრივი სექსიზიმი! სამარცხვინო დაბულინგება პოლიტიკოსი ქალისა გარეგნობაზე. რით ვერ გაგზარდეთ პოლიტიკოსი კაცები ამ ქვეყანაში?! პოლიტიკოსს თუ ლანძღავთ, პოლიტიკოსი გალანძღეთ და ქალის სილამაზის სტანდარტებს პოლიტიკაში მაინც ნუ შემოგვაჩეჩებთ. 2020 წელს უკულტურობა და პოლიტიკური გოიმობაა უკვე ეს".

სოფო კილაძე: "ქალის მისამართით ასეთი კომენტარის კადრება ნიშნავს: 1.არ გაქვს არგუმენტი და ეს გაცოფებს 2. არც ადამიანობა გაქვს. ველოდები ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების კომენტარებს".

დავით მათიკაშვილი: "სააკაშვილი მერამდენედ ამტკიცებს, რომ სრულიად დეგრადირებული პიროვნებაა: გენდერული თავდასხმის მიღმა რამხელა სიძულვილი და ბოღმა ამოძრავებს ამ ადამიანს ჩანს ყველგან და ყველაფერში.

სიტყვა "მახინჯის" მნიშვნელობა რომ იცოდეს მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ ერს და ქვეყანას ბოდიშს მოუხდიდა იმ მართლაც მახინჯი და კრიმინალური მმართველობისთვის, რითაც 9 წლის განმავლობაში თავი დაამახსოვრა სრულიად საქართველოს. მართლმსაჯულების აღსრულებას ვერ აცდება ვერავინ და მიხეილ სააკაშვილიც აუცილებლად აგებს პასუხს ქართველი ხალხის წინაშე!!!"

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა "მახინჯი" ქართველი ქალი პოლიტიკოსის მიმართ გამოიყენა. "მახინჯი თოჯინა“ უწოდა მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, პატრიარქმაც კი თქვა გუშინ, რომ ხმები მოპარულია. რა ვქნათ ახლა, ქურდულ ლოგიკას მივყვეთ და "გავაპრავოთ“ მოპარვა?! მათ შორის, აზრზე მოსული ჩვენი ფორმალური თანამებრძოლები როდესაც საუბრობენ, რომ რაღა აზრი აქვს, უნდა ვაღიაროთ შედეგები. რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხს „აახიეს“ ქვეყანა? ივანიშვილმა ქართველი ერის ნების სრული იგნორირებით უნდა დაასკუპოს თავისი მახინჯი თოჯინა პრეზიდენტის რეზიდენციაში და ეს ვაღიაროთ?! ქართულობის სიმბოლოდ უნდა გაასაღოს ის, რაც ანტიქართულობის სიმბოლოა?“, – ამბობდა მიხეილ სააკაშვილი.

LIVE - "360 გრადუსის" სტუმრები არიან თინა ბოკუჩავა, დავით ჭიჭინაძე და ეკა ბესელია

რა წესების დაცვა მოუწევთ ამომრჩევლებს არჩევნებზე - თამარ ჟვანია ხმის მიცემის პროცესის დეტალებს განმარტავს

LIVE - "რეზუმეს" სტუმარია პაატა მანჯგალაძე