ავტორი:

სილქნეტი გვთავაზობს Amediateka-ს კინოკატალოგის სერიალებს, რომელიც წიგნების მიხედვით გადაიღეს

სილქნეტი გვთავაზობს Amediateka-ს კინოკატალოგის სერიალებს, რომელიც წიგნების მიხედვით გადაიღეს

თუ აპლიკაცია SilkGO-ს გაიაქტიურებთ მობილურ დივაისებზე, მიიღებთ სატელევიზიო ქართულ და უცხოურ არხებს, ექსკლუზიურ „სილქ სპორტ“ პროგრამას, ვიდეოთეკის განყოფილებას, სადაც განთავსებულია საუკეთესო კინოკლასიკა, ასევე Disney-ს საბავშვო ფილმების კოლექცია. ხოლო კინოკატალოგი Amediateka, სტუდიების: HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, ABC Studios, Sony, BBC სერიალების პრემიერებს და ახალ ეპიზოდებს გვთავაზობს. აქციის ფარგლებში აპლიკაციით სარგებლობა უფასოა.

სილქნეტმა Amediateka-ს კინოკატალოგიდან ის სერიალები შეარჩია, რომელიც ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა.

ჰოვარდს ენდი/Howards End

მინი სერიალი ინგლისელი რომანისტის ედვარდ ფოსტერის ნაწარმოების ადაპტაციაა - სოციალურ უთანასწორობაზე. სამი განსხვავებული ოჯახი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და რთული ურთიერთობების ფონზე ჭეშმარიტი პოსტ-ვიქტორიანული დრამა იხაზება. სეზონი 4 სერიისგან შედგება.

ჯენტლმენი ჯეკი/Gentleman Jack

სერიალი გადაღებულია ანა ლისტერის დღიურების მიხედვით, რომელიც მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა. მას მოსწონდა მამაკაცური სტილის სამოსი და შავი ფერი, რომელიც იმ პერიოდის ქალბატონებში არ იყო მიღებული. მართავდა ოჯახის ქონებას, შეისწავლა მშენებლობა და წარმატებული ბიზნესი ჰქონდა.

იმ ეპოქაში ის არ მალავდა, რომ ქალები უფრო ხიბლავდა და დაქორწინდა კიდეც ანა უოკერზე და ეს იყო დიდ ბრიტანეთში პირველი იდენტურსქესიანთა ქორწინება.როგორც დღიურებიდან ჩანს, ავტორმა კავკასიაშიც იმოგზაურა ცხოვრების მეგზურთან ერთად. ბოლოს საქართველოშიც ჩამოსულა (თბილისი, რაჭა-ლეჩხუმი, ზუგდიდი). მესტიის გზაზე ცხენებით მგზავრობისას ენ ლისტერი ავად გამხდარა. ის ქუთაისის მახლობლად, 22 სექტემბერს (1840 წ.) გარდაიცვალა.

დღიური, რომლის მიხედვითაც გადაიღეს სერიალი, მოიცავს 7000 გვერდს და უმეტესი ნაწილი დაშიფრულია. პირველი სეზონი 8 სერიისგან შედგება და მასში საქართველოზე ეპიზოდი ვერ მოხვდა.

პერი მეისონი/Perry Mason

ამერიკული დეტექტივის ლეგენდარულ პერსონაჟზე, პერი მეისონზე, 80-მდე წიგნი დაწერა მისმა ავტორმა, ელ სტენლი გარდნერმა. მინი სერიალი სრულად არ ასახავს პერი მეისონის, როგორც უნიკალური ნიჭის მქონე გამომძიებლის მთელ საქმეებს. თუმცა, 8 სერიაში ყველაზე გახმაურებული საქმეა შესული, რომელიც მხოლოდ პერი მეისონმა შეიძლება გახსნას.

უცხო/The Outsider

სტივენ კინგმა კიდევ ერთხელ გაგვაოცა თავისი მისტიკით სერიალში „უცხო“. დეტექტივი მოზარდის სიკვდილს იძიებს, ყოველ სერიაში ახალი ეჭვმიტანილი იკვეთება. ტრილერის ატმოსფეროს მსახიობების იდეალური თამაში ამძაფრებს. სერიალში 10 სერიაა.

დიდი პატარა ტყუილები/Big Little Lies

ლიანა მორიარტის ბესთსელერმა ყველაზე პოპულარული და ნიჭიერი ჰოლივუდელები გააერთიანა ორივე სეზონში. კალიფორნიელ ქალბატონებს ერთი მკვლელობის ამბავი მოსვენებას არ აძლევთ. თითოეულს განსხვავებული ცხოვრება და დრამატული ეპიზოდები აქვს, რომელსაც თანადგომით უმკლავდებიან, გინდაც ქალთა სოლიდარობით.

კინოკატალოგი Amediateka ერთნაირად მოსახერხებელია როგორც SilkTV-ის ეთერით, ისე SilkGo-ს აპლიკაციით. კატალოგის ინტერფეისი განყოფილებად არის დაყოფილი, სერიალები -ჟანრებად. ამასთან, სერვისს გააჩნია ფუნქცია დაიმახსოვროს სად გაჩერდით.

აქციის ფარგლებში სატელევიზიო პლატფორმა წლის ბოლომდე უფასოდ არის ხელმისაწვდომი აპლიკაციით:

🔹iOS: apple.co/2IeCcoK

🔹Android: bit.ly/38nhKg3

(R)

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის 35 ლარად? – სიახლეები, რომელიც „ბიბლუსში“ გელოდებათ

Yandex გახდა Yandex Go

“თეგეტა მოტორსში” მომხმარებელს გადახდილი თანხის 30% უკან დაუბრუნდება