ავტორი:

"ქართულ ოცნებას" ჰყავს გამწევი ძალა გახარიას სახით და რა საჭიროა ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი?" - ექსპერტი

"ქართულ ოცნებას" ჰყავს გამწევი ძალა გახარიას სახით და რა საჭიროა ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი?" -  ექსპერტი

IRI-ს კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 89%-ის კეთილგანწყობით კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს. რეიტინგის მიხედვით შემდეგი ამირან გამყრელიძეა 74%-ით, მესამე კი - პრემიერი გიორგი გახარია 63%-იანი მხარდაჭერით. ალბათ, ის იქნება სიის პირველი ნომერიც. სახელდება კიდევ რამდენიმე გვარ-სახელი, ვისი საშუალებითაც "ქართული ოცნება" "ოცნების" საპარლამენტო გუნდის გადახალისებას აპირებს. როგორ ფიქრობთ, გახარია, როგორც გამწევი ძალა, იკმარებს წარმატებისთვის, თუ ბიძინა ივანიშვილს უფრო აქტიურად მოუწევს პოლიტიკურ პროცესში ჩართვა?

ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა "კვირის პალიტრა" სოციოლოგსა და პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს.

- მოდი, ჯერ ოფიციალურად გამოცხადდეს სია და მერე შევაფასოთ ახალი კანდიდატებიც და ძველიც. რაც შეეხება დანარჩენს, არჩევნებამდე ორი თვით ადრე ასეთი კომფორტული მდგომარეობა, როგორიც ახლა აქვს, "ქართულ ოცნებას", მგონი, აქამდე არც ჰქონია.

ისე ჩანს, რომ საარჩევნო პროცესში ჩართული ძლიერი ფიგურების დეფიციტი აშკარად არა აქვს, რაც ადრე ნამდვილად შესამჩნევი იყო. მმართველი ძალის რიგებში აქამდე არ ჩანდა გახარიას მსგავსი ფიგურა, რომელიც ლოკომოტივის ფუნქციას იტვირთებდა - ადრე ამგვარი მხოლოდ ივანიშვილი იყო. მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენამაც დაგვანახა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათ შერჩევაზე დიდი ძალისხმევა დახარჯა.

დიდი რეზონანსი გამოიწვია კახი კახიშვილისა და დავით სერგეენკოს გამოჩენამ ამ ასპარეზზე. საზოგადოებისთვის ასეთი ულაპარაკოდ მისაღები კანდიდატები, რომლებიც პარტიულობაზე მაღლა დგანან, ვფიქრობ, დიდი ფუფუნებაა. ადრე მმართველი ძალის რიგებში არც ასეთი ფიგურები ჩანდნენ. გარდა ამისა, "ქართულ ოცნებას" აქვს ადმინისტრაციული და დიდი ფინანსური რესურსი, ჰყავს გამწევი ძალა გახარიას სახით და რა საჭიროა ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი? მით უფრო, რომ მას აშკარად არ სურს ჩარევა. რამდენი ხანია, არაფერზე ჰქონია რეაქცია... ვფიქრობ, ამ ეტაპზე მან სწორი სტრატეგია აირჩია - როცა არ არის საჭირო, ვფიქრობ, რესურსების ზედმეტი ექსპლუატაცია დაუშვებელიც კია. ალბათ, სიაში ბევრი რამ იქნება საკამათო, როგორც ყველა სიაში. ვნახოთ... იხილეთ სრულად

"ჭანკოტაძეს, შაშკინსა და მელიას მობილიზებული ჰყავთ ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები" - რას ინფორმაციას ავრცელებს კობახიძე და რას პასუხობენ ენმ-ში

არჩევნები მესიის გარეშე, მაგრამ ისევ ივანიშვილის და სააკაშვილის მეტოქეობით - საარჩევნო გარემო, სოციოლოგია და ვინ როგორ სცადა პანდემიის გამოყენება

"ეს იყო პრორუსული ქვეცნობიერის გამოვლენა" - პრემიერი ბუბა კიკაბიძის მიერ "თბილისოს" რუსულად შესრულებაზე