ავტორი:

"ფიფქის ნაცვლად კანფეტები ცვიოდა" - შვეიცარიაში "შოკოლადის თოვლი“ მოვიდა

"ფიფქის ნაცვლად კანფეტები ცვიოდა" - შვეიცარიაში "შოკოლადის თოვლი“ მოვიდა

შვეიცარიაში "შოკოლადის თოვლი“ მოვიდა, ამის შესახებ unilad.co.uk წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლოსდაბოლოს 2020 წელს კარგი ამბავიც მოხდა. გასულ კვირას შვეიცარიის ერთი პატარა ქალაქის მოსახლეობამ უჩვეულო რამ შენიშნა. ციდან ყავისფერი "ფიფქები" ცვიოდა . ყოველივეს მოსახლეობამ "უჩვეულო ფენომენი“ უწოდა.

"შოკოლადის თოვლი" ქალაქ ოლთენში მოვიდა, რომელიც ციურიხსა და ბაზელს შორის მდებარეობს. როდესაც ციდან კაკაოს ფხვნილმა დაიწყო გადმოფრქვევა, იქ მცხოვრები ადამიანები შოკში იყვნენ. რეალურად კი ყველაფერი იმით იყო გამოწვეული, რომ ადგილობრივ შოკოლადის ქარხანაში ვენტილაციის სისტემა გაფუჭდა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="de" dir="ltr">Kakao-Regen im Oltner Industriequartier: Lüftungsanlage ist schuld daran <a href="https://t.co/O9Iorni5Iz">https://t.co/O9Iorni5Iz</a> <a href="https://t.co/3LWZCsHeE0">pic.twitter.com/3LWZCsHeE0</a></p>&mdash; Olten (@olten) <a href="https://twitter.com/olten/status/1294638613880172545?ref_src=twsrc%5Etfw">August 15, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

კომპანიამ The Lindt & Spruengli -მა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოველივე ვენტილაციის სისტემის დაზიანების ბრალი იყო, რის გამოც, კაკაოს ფხვნილი გარეთ გამოიფრქვა. ყოველივეს ქარიც დაერთო, როს გამოც შოკოლადის ფხვნილი მთელ ქალაქში მიმოიფანტა და შეიქმნა ილუზია, თითქოს ის ციდან ცვიოდა.

ახლა ქარხნის ვენტილაციის სისტემა გაკეთებულია, თუმცა შვეიცარიელებს სანახაობა კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ.

"არავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება", - ჯანმოს ხელმძღვანელი

სიჩუმის ქალაქიდან ხმაურიანი წვეულებების ქალაქამდე - ფოტოები უხანიდან, რომელიც საზოგადოების კრიტიკის მიზეზი გახდა

ლუკაშენკოს სკანდალური პირადი ცხოვრება, ქონება და 26-წლიანი მმართველობის გზა - უცნობი ფაქტები "ევროპის უკანასკნელ დიქტატორზე"