ავტორი:

"თუ ჩემი ტყუის, კი ბატონო, დასაჯონ... თუმცა ჩემი შვილთაშვილი უდანაშაულოა" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ბებია

"თუ ჩემი ტყუის, კი ბატონო, დასაჯონ... თუმცა ჩემი შვილთაშვილი უდანაშაულოა" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ბებია

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს ბებიის ლიანა ხომასურიძის თქმით, მისი შვილთაშვილი უდანაშაულოა.

ამის შესახებ მან პროკურატურასთან განაცხადა, სადაც ზ.ხ-ს მშობლებთან ერთად შიმშლობს.

"ჩემი შვილთაშვილი უდანაშაულოა. მოვითხოვ, სამართლიან სასამართლოს. ნამდვილი მკვლელი იპოვონ და უდანაშაულოები გაათავისუფლონ. თუ ჩემი ტყუის, კი ბატონო, დასაჯონ, როგორც სასამართლო გადაწყვეტს" - ამბობს ლიანა ხომასურიძე.

დაკავებული არასრულწლოვნის თამაზ ხომასურიძის განცხადებით, მათ ხვალიდან ყველა იმ არასრულწლოვნის მშობელი შეუერთდება, ვინც „ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილში იჯდა.

"3 დღე ჩვეულებრივ ვიშიმშილებ, სამი დღის შემდეგ მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ. ხვალ ყველა სხვა მშობელი შემოგვიერთდება", - განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

"20 მგზავრიდან სამია გადარჩენილი... 30 წლამდე ასაკისანი არიან" - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან და ინტერვიუ თვითმხილველთან, რომელიც სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა

"ვრეკავდით და ვერავის დავუკავშირდით" - რას აცხადებენ კომპანიაში, რომელსაც, სავარაუდოდ, შატილის გზაზე გადაჩეხილი მიკროავტობუსი ეკუთვნოდა

ჯანდაცვის სამინისტრო ხევსურეთის ავარიაში დაშავებულების მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს