ავტორი:

"გუკა ამირხანაშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და მონასტერში გაშვებას ითხოვს, რაზეც უარი ეთქვა" - "ტვ პირველი"

"გუკა ამირხანაშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და მონასტერში გაშვებას ითხოვს, რაზეც უარი ეთქვა" - "ტვ პირველი"

"ტვ პირველის" ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე გურამ (გუკა) ამირხანაშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და მონასტერში გაშვებას ითხოვს.

ტელეკომპანიის ცნობით, ამირხანაშვილიმა აღნიშნული მოთხოვნით გამომძიებლებს წერილი მისწერა, თუმცა სამართალდამცველებისგან უარი მიიღო.

როგორც "ტვ პირველისთვის" ხდება ცნობილი, ოქროს მოწმეს თბილისის დატოვების უფლება არ აქვს.

გურამ ამირხანაშვილი ერთ-ერთია, ვინც გიორგი შაქარაშვილი ბოლომ ნახა. ის მაგისტრალის ინციდენტში თავადაც მონაწილეობდა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

"ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე იაკობმა

გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის დედა საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნდა - ნეტსან აბჟანდაძე მეუღლის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა