ავტორი:

რას ყვება გოგონა, რომელსაც საფრანგეთში სწავლის  დროს ცხოვრებას პრეზიდენტი პირადი ხარჯებიდან დაუფინანსებს - "მას ხელით დაწერილი წერილი მივწერე"

რას ყვება გოგონა, რომელსაც საფრანგეთში სწავლის  დროს ცხოვრებას პრეზიდენტი პირადი ხარჯებიდან დაუფინანსებს - "მას ხელით დაწერილი წერილი მივწერე"

18 წლის უნიჭიერესი ქართველი გოგონას, მარიამ გედენიძის ცხოვრებაში ახლა თავბრუდამხვევად წარმატებული ეტაპია. ის საფრანგეთის ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, École polytechnique-ში, სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.

გამგზავრების საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგანაც ყოველივე დამოკიდებული იყო იმაზე, მოიძიებდა თუ ვერა სპონსორს, რომელიც მას უცხო ქვეყანაში ცხოვრებას დაუფინანსებდა.

ახლახან გაირკვა, რომ ხარჯების დაფინანსება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა.

მარიამ გედენიძე AMBEBI.GE-ს უყვება, რომ მან ხელით დაწერილი წერილი ათონელის რეზიდენციის წინ განთავსებულ ყუთში ჩააგდო და მალე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც დაურეკეს.

"პრეზიდენტს მივწერე წერილი, რომელშსიც მოვუყევი ჩემს მიღწევებზე, ვუთხარი რომელ უნივერსიტეტში ჩავაბარე და კონკრეტულად რაში მჭირდებოდა დახმარება.

ძალიან გამიმართლა, რომ ქალბატონმა სალომემ ნამდვილად ნახა ეს წერილი, გულთან ახლოს მიიტანა და დროც გამოყო იმისთვის, რომ პირადად გამსაუბრებოდა. ძალიან გამიხარდა, რომ პირადად მოისმინა, ასე ვთქვათ, ქუჩიდან მისული ადამიანის სათხოვარი.

იმედი მქონდა, რომ გამომეხმაურებოდა, თუმცა ზარი პრეზიდენტის რეზიდენციიდან მაინც მოულოდნელი იყო.

მითხრეს, რომ თუ თბილისში ვიმყოფებოდი და შემდეგ დღეს მეცლებოდა, შემეძლო ქალბატონ სალომესთან შეხვედრა. გამიხარდა და თან გაოცებული ვიყავი, რადგანაც ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში რეალურად ხდებოდა და პრეზიდენტთან მქონდა შემდეგ დღეს შეხვედრა. ეს ამბავი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან ემოციური იყო“, - ამბობს მარიამი.

ის პრეზიდენტთან შეხვედრას იხსენებს და გვიყვება, რომ სალომე ზურაბიშვილმა მას საფრანგეთში ცხოვრების გამოცდილება გაუზიარა და რჩევებიც მისცა.

"ვისაუბრეთ ჩემს საგანმანათლებლო გამოცდილებაზე, კომაროვში რომ ვსწავლობდი, ამაზეც. ქალბატონი სალომე ძალიან გახარებული იყო იმით, რომ ფრანგული ენაც ვიცი. რჩევები მომცა და მითხრა, რომ სულ კონტაქტზე ვიქნებით და თუ რამე დაგჭირდება, ყოველთვის დახმარების ხელს გამოგიწოდებ და რჩევებსაც მოგცემ იქ ცხოვრებასთან დაკავშირებითო.

პირადი ხარჯებიდან გამომიყო იქ ცხოვრების თანხა, ანუ უნივერსიტეტის კამპუსზე ცხოვრების ხარჯებს დაფარავს - კამპუსის ქირას და ა.შ. ეს დაფინანსება იქნება ერთი წლის განმავლობაში.

სწავლა სულ სამწლიანია და შემდეგი ორი წელი ვიქნები, ასე ვთქვათ, ჩემს ხარჯზე, თუმცა პირველი წელი ყოველთვის მნიშვნელოვანია და ამაში ძალიან დიდი დახმარება გამიწია მან. მითხრა, რომ იქ სამუშაოს აუცილებლად იპოვიო.

6 სექტემბერს მივფრინავ პარიზში, საკოორდინაციო კვირა გვექნება და ამის შემდეგ, ორ კვირაში უკვე დაიწყება უნივერსიტეტის პირველი აკადემიური წელი“, - ამბობს მარიამ გედენიძე.

"ექიმები გიჟებივით დარბიან...ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის" - რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი

ერთად შეკრებილი ათასობით ადამიანი უხანში - როგორ იზეიმეს ჰელოუინი ქალაქში, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა

"სიყვარული ფერადია და ფოტოებიც ფერადი უნდა იყოს“ - ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის რომანტიკული ფოტოები "პარიზული დღეებიდან“