ავტორი:

პროკურორის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნების "უკან მდგომი პირების ქმედებებს“ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა

პროკურორის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნების "უკან მდგომი პირების ქმედებებს“ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენების გამოქვეყნებაზე საგამოძიებო ორგანო შესაბამის გამოძიებას აწარმოებს და ამის უკან მდგომი პირების ქმედებებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

"პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს და აღნიშნულ გარემოებას მიეცემა სამართლებრივი შეფასება, ასევე იმ პირების ქმედებებსაც, რომლებიც დგანან აღნიშნულის უკან, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა,” - ამბობს ყაზარშვილი.

პროკურორის განცხადებით, ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენება "ტოიოტა ქამრის” ავტომობილში მჯდომი 5 პირისთვის ბრალის დამძიმების საფუძველი არ ყოფილა.

"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჩვენება წინააღმდეგობაში არ მოდის საქმის მასალებთან. როდესაც დაიკითხება მოწმე, იგი ახსნის, სასამართლოს წინაშე რითი არის გამოწვეული ჩვენებებში მოწოდებული ინფორმაცია. ერთადერთი ჩვენება ვერ გახდება ბრალდების დამძიმების და დადგენილების გამოტანის საფუძველი. შესაბამისად, მხოლოდ გურამ ამირხანაშვილის ჩვენების და გამოკითხვის ოქმზე დაყრდნობით ბრალის დამძიმება არ მომხდარა, ეს მოხდა იმ მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც საქმეზე არის მოპოვებული,” - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, "რადიო თავისუფლება“ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ოქროს მოწმის და მისი მეგობრის, გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენების ერთ-ერთ ოქმს აქვეყნებს.

ამირხანაშვილის ჩვენების მიხედვით, მორაგბე არჩილ გაგნიძემ დანარჩენ პირებს მკაცრად უთხრა, რომ ის მანქანაში ჩაესვათ და თბილისისკენ წამოვიდნენ.

გურამ ამირხანაშვილი, ახალი გამოკითხვისას, „ტოიოტა ქამრიში“ გამართული დიალოგის დეტალებსაც იხსენებს. მისი მტკიცებით, არჩილ გაგნიძემ შემდეგი შეკითხვა დაუსვა: „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“.

"FBI აცხადებს, რომ მათი კომპეტენცია არ არის სხვა ქვეყანაში გამოძიებაში ჩაერთოს ", - ომბუდსმენი ბაჩალიაშვილის საქმეზე

კიბერშეტევა ლუგარზე: უკანონოდ მოპოვებული დოკუმენტაციის ნაწილი ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე

"ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტაციის  გამოყენების მიზნით, უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა" - შსს