ავტორი:

რა რეგულაციების დაცვით შეძლებენ სკოლის ბუფეტები მუშაობას?

რა რეგულაციების დაცვით შეძლებენ სკოლის ბუფეტები მუშაობას?

ცნობილია, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს უნდა განახლდეს, რისთვისაც განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სპეციალური რეგულაციების ნუსხა შეიმუშავეს. მათ შორის განსაზღვრა, თუ როგორ უნდა იმუშაოს სკოლაში კვებითმა ობიექტებმა.

ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ სკოლის ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება შესაძლებელია თუ ის აკმაყოფილებს იმ რეგულაციებს, რომელიც სამინისტრომ კვების ობიექტებს დაუწესა, რომელთა შორის, არის ერთ მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება, ერთ მაგიდაზე არაუმეტეს 6 ადამიანის განთავსება და ჰიგიენური ნორმების დაცვა.

სამინისტრის მითითებები:

  • არ დაუშვათ ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება, თუ შეუძლებელია მოსწავლეთა რიგში დგომისდროს უსაფრთხო დისტანციის დაცვა;
  • საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, მიზანშეწონილიასაკვების კონტეინერით (ლანჩ-ბოქსი) ტარება, ასევე, კვების შესვენების ორგანიზება სასწავლო ოთახებში;
  • საკვების მიღების წინ დაიბანეთ ხელები წყლით და საპნით (საკვების მიღების წინ სანიტაიზერით ხელისდამუშავება არ არის რეკომენდირებული);
  • უზრუნველყავით ბუფეტში/სასადილოში არსებული ყველა ონკანის გამართული მუშაობის რეჟიმი;ბუფეტის/სასადილოს შესასვლელთან ახლოს, შიდა სივრცეში ხელმისაწვდომი უნდა იყოსფუნქციონირებისთვის გამართული ხელსაბანები.

იხილეთ რეკომენდაციები სკოლისთვის

სკანდალი სამედიცინო სფეროში - ცერცვაძე ამბობს, რომ ინფექციური საავადმყოფო კოვიდ და აივი პაციენტებს აღარ მიიღებს, ტიკარაძე მათ დაჯარიმებით ემუქრება

24 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზი

როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობისთვის ტენდერი გამოცხადდა - რა თანხის დახარჯვას გეგმავს მერია?