ავტორი:

სკანდალი სამედიცინო სფეროში - ცერცვაძე ამბობს, რომ ინფექციური საავადმყოფო კოვიდ და აივი პაციენტებს აღარ მიიღებს, ტიკარაძე მათ დაჯარიმებით ემუქრება

სკანდალი სამედიცინო სფეროში - ცერცვაძე ამბობს, რომ ინფექციური საავადმყოფო კოვიდ და აივი პაციენტებს აღარ მიიღებს, ტიკარაძე მათ დაჯარიმებით ემუქრება

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრს ყველასათვის მოულოდნელ შეკითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. ჟურნალისტის კითხვაზე აპირებდა თუ არა ინფექციური საავადმყოფო შიდსითა და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებაზე უარის თქმას, ეკატერინე ტიკარაძემ ასე უპასუხა :

"აივ-ინფექციის პროგრამიდან გასვლას წინასწარი წერილობითი მიმართვა სჭირდება, რაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს არ გაუკეთებია და საჭიროა დამატებით ინფორმაციას დაველოდოთ" - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მძიმე პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა , რომ მთავრობამ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობა შეიძინა, რომელიც 40 მილიონის ღირებულებისაა და სადაც ამჟამად რემონტის საკითხის მოგვარება მიმდინარეობს.

"როგორ პირობებში მუშაობს ინფექციური საავადმყოფო, ჯანდაცვის სამინისტროს ამაზე არაერთხელ, არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული და სწორედ აქედან გამომდინარე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მათთვის ჩვენ ახალი შენობა შევიძინეთ, რომელიც 40 მილიონის ღირებულებისაა და ასევე მსოფლიო ბანკის ფარგლებში გარკვეული ჯგუფი მუშაობს დეტალურად იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ახალ შენობაში დაიწყოს რემონტი, რათა მათ მიეცეთ იმ პირობებში მუშაობის საშუალება, რომელიც ნებისმიერი ნორმალური კლინიკის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო და ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ვზრუნავთ.

რაც შეეხება კოვიდპაციენტებს, არანაირი რისკი მათ არ შეეხებათ და ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ მკურნალობას შესაბამის კლინიკებში. რაც შეეხება აივ-ინფექციის შემთვევას, ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კლინიკა, რომელიც ტოვებს ამ პროგრამას, ვალდებულია სოციალურ სააგენტოს მიმართოს წერილობით, რომ ის ტოვებს პროგრამას 2 თვით ადრე, რაც თენგიზ ცერცვაძეს არ გაუკეთებია და აქედან გამომდინარე მე ჯერ დაველოდები დამატებით ინფორმაციას.

სხვა შემთხვევაში, თუ კლინიკა ტოვებს პროგრამას, მას კანონის ფარგლებში ერიცხება 10%-იანი ჯარიმა, წინა წლის შესრულებული სამუშაოების ფარგლებში", - განაცხადა ტიკარაძემ.

თენგიზ ცერცვაძემ "პირველი არხისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში დაადასტურა , რომ საავადმყოფო მართლაც აჩერებს შიდსითა და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღბას. გადაწვეტილება მან სამედიცინო დაწესებულებაში ელემენტარული პირობების არქონით ახსნა.

"დიახ, ვადასტურებთ, ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა "კოვიდ-19"-ით პაციენტებისა და აივ შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. ამავე დროს, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს. ისიც ვაცნობეთ, რომ ჯერჯერობით ვაგრძელებთ აივ შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღებას, რადგან ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა გამოიწვევდა ძალიან დიდ რყევებს. გაცილებით მეტს, ვიდრე სტაციონარული ავადმყოფების მიღების შეწყვეტა" – განუცხადა ცერცვაძემ "პირველ არხს"

რაც შეეხება სამინისტროსთვის 2 თვით ადრე განცხადებით მიმართვის აუცილებლობას, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მინისტრის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

"რაც შეეხება იმას, თუ ჩვენ პროგრამის დატოვება გვინდა, ორი თვით ადრე უნდა მიგვემართა, დავჯარიმდებოდით 10 პროცენტით და რაღაც, არ მინდა, რაიმე მკვახე სიტყვა გამოვიყენო, ეს მკრეხელობაა"

"მკრეხელობაა ჩვენი აქეთ არაფერში დადანაშაულება. ჩვენ პროგრამის დატოვება კიარ გვინდა, ჩვენ გვინდა, დაგვეხმარონ ამ პროგრამის შესრულებაში, ელემენტარული, მინიმალური პირობების შექმნაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ასეთ მდგომარეობაში რომ ვართ, იძულებული რომ ვართ, შევწყვიტოთ მომსახურება, ამაში ერთი პროცენტი არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მთლიანად, 100 პროცენტით ჯანდაცვის სამინისტროს, შესაძლოა, სხვა სტრუქტურების, შპს „ავერსის“ და სხვების პასუხისგებლობაა. ამას მე ძალიან იოლად დავამტკიცებ ნებისმიერ დროს და ნებისმეირ ფორმატში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გარდა ამისა, ცერცვაძე ამბობს, რომ თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო, სასამართლოში უჩივლა.

გარდა ამისა, ცერცვაძე ამბობს, რომ თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო, სასამართლოში უჩივლა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჯანდაცვის მინისტრი კიდევ ერთი ცრუ განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულა. საუბარია ეკატერინე ტიკარაძის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც მინისტრი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის ან ეკონომიკის სამინისტროებიდან არ ყოფილა შეფერხება, რომ ინფექციურ საავადმყოფოს საკუთარი დივიდენდები საჭიროებისამებრ განეკარგა. ცერცვაძის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ესეც კატეგორიულად არ შეესაბამება სინამდვილეს. სამუშაოების ჩატარება შეიძლებოდა ორი გზით. ერთი – ჯანდაცვის სამინისტროს აქვს "რეაბილიტაციის და აღჭურვის პროგრამა“ და ყოველწლიურად რაღაც გარკვეული თანხაა გამოყოფილი. მიგვაჩნია, თუ ამ პროგრამით სადმე უნდა გაკეთებულიყო რამე, სარემონტო სამუშაოები, ეს უნდა მომხდარიყო ჩვენთან. ამაზე მინისტრს ჰქონდა პასუხი, რომ ცენტრის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული და აღნიშნული პროგრამით ვერ გააკეთებს. ერთი წელია, სამინისტროს ამას ვთხოვთ და თავისუფლად შეეძლო, ბიუჯეტის ფორმირებისას საჭიროება გაეთვალისწინებინა.

მინისტრმა გვიპასუხა, რომ ის იფიქრებდა სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე და შემოგვთავაზა გზა, გამოგვეყენებინა ჩვენი დივიდენდი, მაგრამ ამას ასე ვერ გამოვიყენებთ, ჩვენი ფული არ არის, ჩვენთან არ დევს. დივიდენდის გამოყენების უფლება რომ მიიღოს დაწესებულებამ, საჭიროა ფინანსთა სამინისტროს სპეციალური კომიტეტის და ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური გადაწყვეტილება. ქალბატონი მინისტრი შეგვპირდა, რომ გაგვიწევდა შუამდგომლობას ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან, რათა დაერთოთ ნება, გამოგვეყენებინა დივიდენდი.

ის ამბობს, რომ ყველა სამინისტროს მხრიდან არსებობდა მზაობა დივიდენდის გამოყენებაზე, რაში გამოიხატება მზაობა? ბოლო ორ თვეში თითქმის ყოველდღე ვწერდით წერილობით ჯანდაცვის სამინისტროს და არ მიგვიღია არანაირი პასუხი, რომ შედგა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს შორის და დაგვრთეს ნება დივიდენდის გამოყენებაზე. ეს უნდა მოხდეს წერილობით, ოფიციალური გადაწყვეტილებით. დივიდენდის გამოყენების უფლება რომ მიგვეღო, რემონტს გავაკეთებდით. ჩვენ არ ვიცით, ჯანდაცვის სამინისტრომ არ მიმართა, მიმართა, თუ მათ უპასუხეს უარით", – განაცხადა ცერცვაძემ "პირველი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"დაიჯერეს, რომ მართლა არის კოვიდინფექცია" - მარინა ენდელაძე რამდენიმედღიანი პიკის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევათა შემცირებას პროგნოზირებს

დატოვა თუ არა თანამდებობა თენგიზ ცერცვაძემ? - ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციას არ ადასტურებენ

„ცხინვალი 1920-ის" პრეზენტაცია დახურულ კინოჩვენებაზე შედგა