ავტორი:

ერდოღანი კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას გეგმავს - "ტაძარი  უძველესია და ცნობილია უნიკალური ფრესკებით" (ფოტოები)

ერდოღანი კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას გეგმავს - "ტაძარი  უძველესია და ცნობილია უნიკალური ფრესკებით" (ფოტოები)

აია-სოფიას შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას აპირებს. საუბარია მაცხოვრის სახელობის ხორას მონასტერზე.

ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ თურქული მედია წერს.

"ეს კომნენოსების იმპერატორთა დროინდელი ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ბიზანტიური ძეგლია, რომელიც თავისი შედევრი ფრესკებით არის ცნობილი. ახლა კი ის მეჩეთად გადაკეთდება იმავე პროცედურებით, როგორც აია სოფიას შემთხვევაში.

ტაძარი გადაეცემა რელიგიის საქმეთა სამმართველოს და როგორც მოსალოდნელია, ბიზანტიური ფრესკები დაიფარება, რათა ეკლესია მეჩეთად გადაკეთდეს“ - ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტაძარი სტამბოლში ფათიხის რაიონში მდებარეობს და ის მეექვსე საუკუნით არის დათარიღებული. კერძოდ კი 534 წელს ააგეს. მართლმადიდებლური ტაძარი 1511 წელს, კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, მეჩეთად გადააკეტეს და აქ მეჩეთი 434 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

1945 წელს ის მუზეუმად გადაკეთდა. ახლა კი, როგორც ჩანს, მას კვლავ მეჩეთის ფუნქციას დაუბრუნებენ.

ცნობისთვის, თურქებმა აია-სოფიას ტაძარი უკვე გადააკეთეს მეჩეთად. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2020 წლის 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარ-მუზეუმს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი და იქ მუსულმანური მსახურება აღესრულება. პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, თურქეთი აია-სოფიას ტაძარში შეინარჩუნებს ქრისტიანულ ხატებს. თუმცა, მედიის ცნობით, დამონტაჟდება ისეთი განათება, რომლითაც ქრისტიანული მოზაიკები და ფრესკები ნამაზის დროს არ გამოჩნდება.

მიწისძვრის შედეგად იზმირში კორპუსი ჩამოიშალა - უმძიმეს კადრებს თურქეთში საქართველოს ელჩი ავრცელებს

სულ მცირე 4 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაშავებული - დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთში

7.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ საბერძნეთი და თურქეთი დააზარალა - მიწისძვრას იზმირში ნგრევა მოჰყვა