ავტორი:

"N1 დამნაშავეა შენი შვილი, მიწა გათხარე და ცოცხლად ჩაწექი..." - გიორგი შაქარაშვილის და ვახო ჩიქოვანის მშობლებს მიმართავს

"N1 დამნაშავეა შენი შვილი, მიწა გათხარე და ცოცხლად ჩაწექი..." - გიორგი შაქარაშვილის და ვახო ჩიქოვანის მშობლებს მიმართავს

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულ ვახტანგ ჩიქოვანის მშობლებს მიმართავს:

"თქვე არაადამიანებო ერთადერთი უდანაშაულო ადამიანი რომელიც წყეულ დაბადების დღეზე იმყოფებოდა იყო ჩემი ძმა, რომელიც დღეს მიწაში წევს ! და თქვენ ისიც არ გინდათ რომ თქვენმა მკვლელმა შვილებმა სასჯელი მოიხადონ !!!

N1 დამნაშავეა შენი შვილი ვახტანგ ჩიქოვანი და 17 წელი ციხის იატაკის ხეხვას ვერ აცდება !!! ამდენ არაფრის მომტან წივილს მიწა გათხარე და შიგ ცოცხლად ჩაწექი მკვლელი შვილი რომ გაზარდე!!!" - წერს ანი შაქარაშვილი და "ტვ პირველის" სიუჟეტს აზიარებს, სადაც ჩიქოვანის მშობლების კომენტარებია.

ცნობისთვის, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ტელეფონებიდან წაშლილი ფაილების აღდეგნის თხოვნით ისრაელს მიმართავს. მათი ცნობით, ბრალდებული ვახო ჩიქოვანის ტელეფონში ფაილები განადგურებულია და აღდგენა საქართველოში ვერ შეძლებს.

ტელეკომპანიასთან საუბარში ვახო ჩიქოვანის მშობლები ამბობენ, რომ არ იციან რატომ წაიშალა ტელეფონიდან ფაილები. მათი თქმით, მომხდარში მათი შვილი უდანაშაულოა.

"ვახო არის 100 პროცენტიანი მართალი ყველაფერში, უდანაშაულო ბავშვებს სდებენ ბრალს, უნდათ, რომ უდანაშაულო ბავშვებს შეაწმინდონ სხვისი მკვლელობა" - ამბობს ჩიქოვანის დედა.

"ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე იაკობმა

გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის დედა საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნდა - ნეტსან აბჟანდაძე მეუღლის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა