ავტორი:

ბათუმში ადვოკატმა ცოლს ჰიგიენის წესების დაუცველობის გამო უჩივლა - "სულ სერიალებს უყურებს... ტანსაცმელს სპირტით რომ ვამუშავებ, დამცინის"

ბათუმში ადვოკატმა ცოლს ჰიგიენის წესების დაუცველობის გამო უჩივლა - "სულ სერიალებს უყურებს... ტანსაცმელს სპირტით რომ ვამუშავებ, დამცინის"

ბათუმში მცხოვრებ მოქმედ ადვოკატსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის კონფლიქტები არაერთხელ გახდა ძალოვანთა განხილვის საგანი და არაერთხელ დასჭირდათ ძალოვნებს მათთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერა. მამაკაცი ირწმუნება, რომ 25 წელია ყოფილი მეუღლისგან ფსიქოლოგიური და ეკონომიური ძალადობის მსხვერპლია და სახელმწიფო მის უფლებებს არ იცავს.

რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამის მიუხედავად, ისინი მაინც ერთ ჭერქვეშ აგრძელებენ ცხოვრებას. მამაკაცი აცხადებს, რომ ქვეყანაში მხოლოდ ქალთა უფლებებია დაცული და ქალის დანაშაულის მიუხედავად, ჯოხი მაინც მამაკაცზე ტყდება. როგორც ჩანს, ამ წყვილის თანაცხოვრება კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გართულდა. თურმე სასწრაფო და პოლიცია არაერთხელ გამოიძახეს.

მიზეზი ყოფითი პრობლემები იყო, ხან ტელევიზორის ყურების გამო ჩხუბობდნენ და ხან პანდემიის გამო დაწესებული წესების არ დაცვის გამო. საქმე იქამდე მივიდა, მამაკაცმა 112 გამოიძახა და მოძალადე ცოლისგან დაცვა ითხოვა. თუმცა პოლიციამ ორივეს წინააღმდეგ გამოწერა შემაკავებელი ორდერი, მათ აეკრძალათ ერთმანეთისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა სახის შეურაცხყოფის მიყენება.

მამაკაცმა შემაკავებელი ორდერის გამოწერა სასამართლოში გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მოსამართლემ მამაკაცი გაამართლა და მის წინააღმდეგ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გააუქმა. როგორც ჩანს, თავად ქალს არ გაუსაჩივრებია პოლიციის გადაწყვეტილება და დღეს მას ქმრის წინააღმდეგ ყველანაირი ძალადობა ეკრძალება.

სასამართლოში თავის კოლეგა მამაკაცს, ადვოკატი ლელი ბჟალავა იცავდა. იგი საქმის დეტალებზე AMBEBI.GE-სთან საუბრობს:

- ბატონ ა-ს ვიცავდი სასამართლოში, ეს ფაქტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს მოხდა. ბატონი მეუღლესთან განქორწინებულია, მაგრამ წლებია ერთჭერქვეშ ცხოვრობენ. მამაკაცმა პოლიცია გამოიძახა, რადგან მოძალადისგან თავის დაცვა სჭირდებოდა და პოლიციამ მსხვერპლის წინააღმდეგ გამოსცა შემაკავებელი ორდერი. არადა რეალურად ამ ადამიანს სჭირდებოდა შველა

დიდი ხნის პრობლემები აქვთ, განქორწინებულები არიან ოფიციალურად, მაგრამ ერთად ცხოვრობენ კორპუსის ბინაში. საგანგებო მდგომარეობა იყო ქვეყანაში შემაკავებელი ორდერი რომ გამოსცა პოლიციამ, გამოდის მამაკაცს უნდა დაეტოვებინა საკუთარი ჭერი და სად უნდა წასულიყო?

- ამ შემთხვევაში ხომ გააუქმა მოსამართლემ შემაკავებელი ორდერი

- სასამართლომ მართლა დასაბუთებულად იმსჯელა. საგანგებო მდგომარეობის დროს კარანტინის რეჟიმში, გამოუწერეს ქმარს ორდერი, დარჩნენ სახლში ერთ ჭერქვეშ, ცოლს არ გაუპროტესტებია. კაცი მოძალადე რომ ყოფილიყო ხომ იტყოდა იმას მაინც, აქ არ გააჩეროთო.

კონფლიქტი მოხდა წესების არ დაცვის გამო. ქმარი ეუბნებოდა, თუ ჩემთან ერთად ცხოვრობ, დაიცავი საგანგებო რეჟიმი და ის რეკომენდაციები რაც დაწესებულიაო. მაგრამ ის ამას არ აკეთებდა. ამდენი წელია გამოსახლებას არ აკეთებს მამაკაცი, შვილების გამო დედას არ უშვებს სახლიდან რადგან დამაკავშირებელია ბავშვები. მათ სრულწლოვანი ბიჭები ყავთ. ამ ქეისზე სასამართლომ მიიღო კარგი გადაწყვეტილება. ქალი არ მოსულა პროცესზე, მის ინტერესს იცავდა პოლიცია, ირწმუნებოდა რომ საფრთხე იყო და მამაკაცი იყო მოძალადე. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს პოლიციამ, რომ ყოველთვის მამაკაცი არ არის დამნაშავე და მტუან მართლის გარჩევა უნდა შეძლოს.

მამაკაცი, რომელიც მოქმედი ადვოკატია და თავად იცავს ანალოგიური ბრალდებით დაკავებულ პირებს, იგივეს ამბობს და ხელისუფლებას მამაკაცთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს. მან საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა მისი ოჯახის ისტორია AMBEBI.GE-ს მოუყვა:

- რა მოხდა იმ დღეს, პოლიცია რატომ გამოიძახეთ?

- ეს იყო ჩვეულებივი ძალადობის ერთ-ერთი ეპიზოდი. დასახმარებლად გამოვიძახე და ჩემს წინააღმდეგ გამოწერეს შემაკავებელი ორდერი. მაშინ როცა მე ვჩიოდი და მე ვიყავი მსხვერპლი. დამიცვა ჩემმა კოლეგამ, ლელა ბჟალავამ. არ მქონდა იმედი რომ მოსამართლე ჩემს სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა, მაგრამ ვერ გაექცა ამ რეალობას და მე გამამართლა.

- ადრე შემაკავებელი ორდერები რატომ გამოწერა პოლიციამ?

- ანალოგიური ქმედებებისთვის, სულ 5 ჯერ არის მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოწერილი და სამჯერ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, მაგრამ არ ჩერდება. ერთი ჩემოდანი სავსე დოკუმენტები მაქვს. ეს წლები ყოველდღე კონფლიქტი არ იყო.

ამ პანდემიის დროს ხშირად ვიძახებდი სასწრაფოსაც ისეთი სიტუაცია იყო... სულ სერიალების ყურებაშია 24 საათი, სხვა არაფერი აინტერესებს, ამოვიდა ყელში ეს სერიალები, მე მაინტერესებს ქვეყანაში და მსოფლიოში რა ხდება და იმიტომაც მეჩხუბებოდა საინფორმაციოს რატომ უყურებო.

ძალიან შეშინებული ვიყავი ამ კორონას გამო, სახლიდან ყოველ გასვლაზე და შემოსვლაზე ტანსაცმელს სპირტით ვამუშავებდი, მას რომ წესების დაცვას ვთხოვდი, დამცინოდა.... ადვოკატი რომ ვერ დაიცავ თავს, სხვა ადამიანი როგორ დაიცავს თავს ასეთი ძალადობებისგან. რა დავაშავეთ, კაცებსაც გვჭირდება დახმარება. არის მხოლოდ მოწოდება ქალთა მიმართ ძალადობაზე და არავინ საუბრობს კაცთა მიმართ ძალადობაზე.

თავად მოსარჩელის ცოლი კი თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ ყოფით ნიადაგზე ხდება კონფლიქტები და კონფლიქტის საგანი არა კორონავირუსი, არამედ ისაა, რომ მამაკაცი ტელევიზორს არ სცილდება. მ.ხ. დაკითხვის დროს აღნიშნავდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე სისტემატურად, უწყვეტად უყურებს საინფორმაციო გამოშვებებს, რაც ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის მიუღებელია.

"მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთმანეთს ძმაკაცურად" - რა თქვა სასამართლოზე მამამ, რომელსაც 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანა ბრალდება

"გიას უთქვამს ბიჭებისთვის, მიშველეთ, დამჭრაო" - ორხევში მომხდარ დანაშაულში ბრალდებულს სამართალდამცავები ჯერ კიდევ ეძებენ

"იმის გამო დაჭრეს, რომ ქათმები მეზობლის ბოსტანში გადავიდნენ და პომიდორი შეუჭამეს“ - მეზობლები ოზურგეთში  მამაკაცის დაჭრის მიზეზზე საუბრობენ