ავტორი:

ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს - როგორია რუსი ოპოზიციონერის მდგომარეობა

ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს - როგორია რუსი ოპოზიციონერის მდგომარეობა

თვითმფრინავი, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავდათ, ბერლინში ჩაფრინდა. ინფორმაცია ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა "ტვიტერზე" გაავრცელა.

"თვითმფრინავი, რომელსაც ალექსეი ნავალნი გადაჰყავს, ამ წუთას დაეშვა ბერლინში", - წერს კირა იარმიში.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად რუსი ექიმები ნავალნის ტრანსპორტირების წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა, მოგვიანებით განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და მის გერმანიაში გადაყვანას დასთანხმდნენ.

ნავალნის ბერლინის საუნივერსიტეტო საავადმყოფო Charité-ში უმკურნალებენ. მისი გერმანიაში ტრანსპორტირების ხარჯებს გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია Cinema for Peace-ი ფარავს.

ბერლინის კლინიკის მონაცემებით, ნავალნი მოწამლეს - "შხამის მოქმედება სხვადასხვა დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ დადასტურდა"

ლუკაშენკო მინსკის დამოუკიდებლობის სასახლეში ავტომატით შეიარაღებული მივიდა

თურქეთში წყალდიდობას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაკარგულად ითვლება