ავტორი:

სკანდალური განქორწინებები - ცნობილი ქართველი წყვილები, რომელთა დაშორებამ საზოგადოება აალაპარაკა

სკანდალური განქორწინებები - ცნობილი ქართველი წყვილები, რომელთა დაშორებამ საზოგადოება აალაპარაკა

სკანდალური განქორწინებები - ცნობილი ქართველი წყვილები, რომელთა დაშორებამ საზოგადოება აალაპარაკა

ქართველი ვარსკვლავების პირადი ცხოვრებას საზოგადოებისთვის მუდმივად საინტერესო რჩება, განსაკუთრებულად კი თუ ეს ქორწინება ან განქორწინებას ეხება.

ქართულ რეალობაში ყველა ცდილობს, რომ განქორწინება შედარებით უმტკივნეულო თუ არა საზოგადოებისთვის დაფარული მაინც იყო, თუმცა ბევრია ისეთი შემთხვევა როდესაც წყვილის განქორწინება სკანდალს ვერ ასცდა

ნოე სულაბერიძე და ეკა სამხარაძე

წლების წინ ეკა სამხარაძე "რუსთავი 2"-ზე დილის გადაცემის წამყვანი იყო, ნოე სულაბერიძე კი ამავე არხზე პროდიუსერი. მათი "ლავსთორი" სწორედ ამ ტელევიზიაში დაიწყო და ქორწინებით დასრულდა.

ნოე სულაბერიძის ანგარიშზე უკვე იყო ერთი ქორწინება, საიდანაც ვაჟი ჰყავდა. ეკას და ნოეს გოგონა შეეძინათ თუმცა მალე "იმედის" არხზე გადასული ნოე, არაერთ სკანდალში გაეხვა.

ჭორები რომ სულაბერიძე სხვადასხვა ცნობილ ქართველ ქალებთან იყო სასიყვარულო ურთიერთობაში მეუღლეს არ გამორჩენია და ეკა სამხარაძემ ქორწინება დაასრულა. ნოე მედიასთან ჯიუტად ამბობდა, რომ წყვილი ერთად ცხოვრებას აგრძელებდა, მაგრამ ეკა სამხარაძის ინტერვიუმ, სადაც ყოფილი ქმრის გატაცებებზე ისაუბრა, საბოლოოდ დაუსვა მათ ოჯახური ურთიერთობას წერტილი.

ია ფარულავა და ტარიელ სუარი

მათი დაქორწინებაც სკანდალური იყო. სანამ ია ფარულავამ ეკლესიიდან ჯვრისწერის ფოტოები არ გამოაქვეყნა, მანამდე ხალხმა არ დაიჯერა, რომ შოუ "ნიჭიერში" სცენაზე ხელის თხოვნის შემდეგ მუსიკოს ტარიელ სუარს ია ფარულავა ცოლობაზე დათანხმდა. ერთად ცხოვრების შემდეგ მალე ყველაფერი აირია.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა მუსიკოსი ქმარი კატა ზუზის ფანჯრიდან გადაგდებაში დაადანაშაულა. მალე ია ფარულავამ განაცხადა, რომ რიგით მეოთხე ქმარს დაშორდა... მართალია, მას შემდეგ ია და ტარიელი საზოგადოებაში ერთად აღარ გამოჩენილა, მაგრამ ამბობენ, რომ წყვილი ისევ ერთად ცხოვრობს.

ნეკა დოროყაშვილი და ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნეკას და ნიკოლოზის განქორწინების დეტალები იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა, რომ პანდემიის დროს კორონავირუსის შესახებ სიახლეებიც კი გადაფარა. ამჟამად ყოფილი ცოლი ჩოგბურთელს ძალადობაში ადანაშაულებს და საქმე ძიების პროცესშია.

ეს არის ერთ-ერთი პირველი საქმე ქართულ რეალობაში, როდესაც ცნობილი სახე ძალადობაში ამხილეს და მიუხედავად ამისა საზოგადოების დიდ ნაწილს მაინც ჰგონია, რომ სპორტსმენი შანტაჟის მსხვერპლია. პირველი პროცესი წყვილის საქმეზე 20 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

ნინი ბადურაშვილი და ირაკლი კუტალაძე

ნინი ბადურაშვილის ირაკლი კუტალაძეზე გათხოვება არანაკლებ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, ვიდრე განქორწინება. ნინის ბებია ლალი ბადურაშვილი მაშინ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ მისი შვილიშვილი ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს მიყვებოდა ცოლად. მიუხედავად ოჯახის კმაყოფილებისა, ქართული საზოგადოებისთვის მომღერლის ირაკლი კუტალაძეზე გათხოვება კრიტიკის მიზეზი გახდა.

მაშინ მომღერალი ბულინგის მსხვერპლიც კი გახდა, როდესაც საქმრო დაუწუნეს. სკანდალური აღმოჩნდა განქორწინებაც. თბილისში ნინი ორსული დაბრუნდა, თუმცა ოჯახი მალავდა რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, სანამ ერთ-ერთ ჟურნალში ირაკლი კუტალაძის ინტერვიუ არ დაიბეჭდა, სადაც მამაკაცი ნინის ყოფილად მოიხსენიებდა და სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდა.

შორენა ბეგაშვილი და ირაკლი ნანაძე

სკანდალურმა შორენამ მეორე ქმარს დაშორების შესახებ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოთი გააგებინა, რომელზეც იუსტიციის სახლში განქორწინების ფურცლით იყო გადაღებული.

თუმცა ნანაძე-ბეგაშვილის წყვილის ქორწილამდე მისვლაც მარტივი არ ყოფილა, რადგან ბიზნესმენს ოჯახი და შვილები ჰყავდა, როდესაც შორენაზე იყო შეყვარებული. ქართველი სექსსიმბოლო მარტო დიდხანს არ დარჩენილა. როგორც ამბობენ, მესამე ოჯახი თურქეთში მოღვაწე ქართველ კანონიერ ქურდ ლაშა ბარათელთან შექმნა.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ბაგრატიონ-მუხრანელი

მათი წყვილი ერთ-ერთია, რომელიც სკანდალურად დაქორწინდა. ორი სამეფო შტოს გაერთიანების მიზნითა და მემკვიდრის შეძენის, ანა და დავითი მონარქიის აღდგენით აღტკინებულმა ჯგუფმა დააქორწინეს. პროექტი არ შედგა და ცნობილი გახდა, რომ დავითი უზომოდ იყო შეყვარებული შორენა ბეგაშვილზე.

მემკვიდრე დაიბადა, მაგრამ სამეფო ოჯახმა ერთად დიდხანს ვერ გაძლო და განქორწინდნენ. სასამართლო პროცესი როგორც პირველობაზე, ისევე ძალადობასა და ქონების გაყოფაზე ანასა და დავითს შორის დღემდე გრძელდება.

ერეკლე კოდუა და ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკასი და ერეკლეს "ლავსთორი" წლები გრძელდებოდა. მაშინ პოპულარულ ჟურნალისტსა და კუდის მაღალჩინოსანზე ბევრს ჭორაობდნენ, რადგან კოდუას სახლში ცოლი და 5 შვილი ჰყავდა. ნანუკაზე შეყვარებულმა კოდუამ ოჯახი დატოვა და წყვილმა ერთად ცხოვრება ჟურნალისტის სახლში დაიწყეს და შვილიც შეეძინათ.

არავინ იცის დაინგრეოდა თუ არა ოჯახი, რომ არა პოლიტიკური ცვლილებები. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერეკლეს კოდუას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო და მაღალჩინოსანმა ევროპას შეაფარა თავი. თავიდან ნანუკა ხშირად ჩადიოდა ქმრის სანახავად, თუმცა ვიზიტები შეწყდა და მას შემდეგ რაც მედიაში კოდუას ახალი სიყვარულის შესახებ დაიწერა და ფოტოებიც გამოქვეყნდა, ჟურნალისტმა არაერთ ინტერვიუში ისაუბრა კოდუასთან ურთიერთობის დასრულების შესახებ.

თიკა ჯამბურია და ბექა ხოფერია

ისინი ბავშვობიდან იყვნენ შეყვარებულები, მათი მშობლები კი წლები მეგობრობდნენ. ბექამ და თიკამ ადრეულ ასაკში იქორწინეს და შვილის შეძენიდან ძალიან მალე განქორწინდნენ. თიკა ამ თემაზე ყოველთვის გულახდილად საუბრობდა, მან ჟურნალისტებთან აღიარა, რომ ბექამ უღალატა და სწორედ ეს არ აპატია მომღერალმა.

სალომე ჭაჭუა და გიორგი ვარდოსანიძე

სალომე ჭაჭუასა და გიგი გაჩეჩილაძის რომანი წლებს ითვლიდა, როდესაც "ცეკვავენ ვარსკვალვებში" სალომეს საკუთარი მეწყვილე გიორგი ვარდოსანიძე შეუყვარდა. ამბობენ, რომ მაშინ სალომესა და გიგის შორის ურთიერთობა არეული იყო.

პროექტის დასრულებიდან მალე სალომემ და გიორგიმ გრანდიოზულად იქორწინეს და ჯვარი დაიწერეს. გადავიდნენ ცალკე საცხოვრებლად, თუმცა ძალიან მალე, რამდენიმე თვეში წყვილი განქორწინდა.

გიგი უგულავა და ლელა კილაძე

ლელა კილაძე საბედისწერო ქალი აღმოჩნდა გიგი უგულავასთვის. ჯერ კიდევ თბილისის მერი იყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ უგულავა ცოლს დაშორდა და ლელა კილაძეზე იყო შეყვარებული. მალე საყვარელი ქალი გამოაჩინა და იქორწინეს. ამბობდნენ, რომ გიგი სიგიჟემდე იყო შეყვარებული ქალზე. ლელას პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავდა და მესამე ვაჟი გიგისთან შეეძინა.

პირველად ლელა კილაძისა და გუკა რჩეულიშვილის "ლავსთორის" შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც გიგის კარიერულად არც თუ ისე კარგი პერიოდი ჰქონდა და "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ მისი საქმე სასამართლოში იხილებოდა. ლელა პროცესებს ესწრებოდა, დაკავების მომენტში გადაღებული გულისამაჩუყებელი კადრები მედიაში გავრცელდა.

თუმცა გიგის დაკავების შემდეგ ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ლელა რეალურად გუკასთან ერთად ცხოვრობდა. ჭორებს წერტილი გიგი უგულავას წერილმა დაუსვა, რომელმაც მისი და ლელას განქორწინების შესახებ გაავრცელა განცხადება.