ავტორი:

"მედეა აღარ არის. მისი და კი მძიმედაა" - ვინ არიან დები, ვინც ხევსურეთში გადაჩეხილ მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ

"მედეა აღარ არის. მისი და კი მძიმედაა" - ვინ არიან დები, ვინც ხევსურეთში გადაჩეხილ მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ

შატილის გზაზე დატრიალებულ ტრაგედიას ბოლო მონაცემებით 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი გადარჩენილი მგზავრი კი სიცოცხლისთვის ამ წუთებშიც იბრძვის.

სამივე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც პირველი საუნივერსისტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამივე მათგანს სიცოცხლესთან შეთავსებელი მრავლობითი ტრავმები აღენიშნებათ.

ambebi.ge -ს ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არის დედა-შვილი. ასევე საბედისწერო ექსკურსიაზე ასევე იმყოფებოდნენ რუსთაველი დები, რომელთაგან 25 წლის მედეა დევსურაშვილი, სხვებთან ერთად, ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი უმცროსი და, 23 წლის ხატია სიკვდილს ებრძვის. მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია უტარდება, დების შესახებ ვინაობა ambbi.ge- ს გარდაცვლილი მედეა დევსურაშვილის ახლო მეგობარმა მიაწოდა.

"მედეა აღარ არის. მისი და კი მძიმედაა. მედეა ჩემი ახლო მეგობარი და კურსელი იყო. ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით. შოკში ვარ. საუბარი არ შემიძლია“, - გვითხრა გარდაცვლილი გოგონას მეგობარმა.

(ფოტოზე ხატია და მედეა დევსურაშვილები)

აფხაზეთში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

„იმედის“ ეთერში მოგებების ფოიერვერკი იწყება - მოიგე 700 000 და 200 000 ლარი!

ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს -  ამინდის პროგნოზი