ავტორი:

"განუზომელია სევდა, რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით" - ტურისტული კომპანია traveler.ge განცხადებას ავრცელებს

"განუზომელია სევდა, რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით" - ტურისტული კომპანია traveler.ge განცხადებას ავრცელებს

ტურისტული კომპანია treveler.ge, რომლის კუთვნილი მიკროავტობუსი შატილის გზაზე უმძიმეს ავარიაში მოყვა, გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა.

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ხევსურეთის გზაზე მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო, განუზომელია სევდა რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს.

ამ მძიმე დროს უფალს ვევედრებით რომ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად და გვჯერა გადარჩენილი მგზავრები მალე გამოჯანმრთელდებიან ..

ჩვენი მხრიდან სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ყველა დეტალს მივაწვდით საგამოძიებო უწყებას რაც კი ხელთ გვაქვს რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი ... "- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი კრიტიკულად მძიმეა. ტურისტული კომპანია traveler.ge-ს კუთვნილი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ერთდღიან ტურს ახორციელებდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, მთავრობა დაეხმარება

"ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ" - 25 აგვისტო მარო მაყაშვილის დაბადების დღეა

„კავკასუს ონლაინის“ საქმე საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოექცა - რა მესიჯებს უგზავნიან ხელისუფლებას ცნობილი დიპლომატები