ავტორი:

"საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში, მედეას დასტირის მთელი კორპუსი... მათი დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის" - რას წერს ხევსურეთის ავარიაში მოყოლილი დების მეზობელი

"საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში, მედეას დასტირის მთელი კორპუსი... მათი დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის" - რას წერს ხევსურეთის ავარიაში მოყოლილი დების მეზობელი

შატილის გზაზე დატრიალებულ ტრაგედიას ბოლო მონაცემებით 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი გადარჩენილი მგზავრი კი სიცოცხლისთვის ამ წუთებშიც იბრძვის.

სამივე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც პირველი საუნივერსისტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამივე მათგანს სიცოცხლესთან შეთავსებელი მრავლობითი ტრავმები აღენიშნებათ.

მძიმედ დაშავებულებს შორის არის 23 წლის ხატია დევსურაშვილიც, რომლის და მეა დევსურაშვილი ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

"მედეა აღარ არის. მისი და კი მძიმედაა. მედეა ჩემი ახლო მეგობარი და კურსელი იყო. ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით. შოკში ვარ. საუბარი არ შემიძლია“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი გოგონას მეგობარმა.

ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე, რომელიც გოგონების მეზობელია, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს:

"საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში...გუშინ, შატლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულ 25 წლის მედეას დასტირის მთელი კორპუსი...მისი და, 23 წლის ხატია ერთ-ერთია გადარჩენილთაგან და კომაშია... მძიმედაა...

ბავშვები ჩემ თვალწინ დაიბადნენ და გაიზარდნენ...მათი დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის, რომ გადარჩეს...ილოცეთ, რადგან მედეა წაიყვანა უფალმა და ხატია მაინც დამიტოვოსო...რამხელა ტვირთი აქვს ამ ქალს... რა ცოდვის დღე ტრიალებს მათ ოჯახში

მამის ტირილი პირველად ვნახე და დავიშალე, როცა გარდაცვლილ შვილს დაეკონა და დაჰქვითინებდა...თუ ვინმეს ძალგიძთ, ილოცეთ ხატიას გამოჯანმრთელებისთვის და ახლად შესვენებული მედეასთვის

გული მაქვს გაგლეჯილი, ღმერთო, შვილები ყველას კარგად უმყოფე... ყველას!" - წერს მარი ჯაფარიძე.

"მზის ამოსვლა დნეპრთან“ - მიხეილ სააკაშვილის რომანტიკული ფოტოსესია დნეპრის სანაპიროსთან

"ახლა ძალიან ნუ გადამირბენთ.." - ნანიკო ხაზარაძემ მამა პანსიონატში წაიყვანა

ბერამ, ბერუკამ და ნანუკამ დროში იმოგზაურეს - ოჯახური ტრანსფორმაცია და ფოტოები, რომლებმაც გულშემატკივრები მოხიბლეს