ავტორი:

"მობილურ ტელეფონში საიქიოში წასულ მეგობრებს არ ვშლი. ვიდრე ცოცხალი ვარ, დაე, ჩემთან იყვნენ" - რეზო გაბრიაძე გიორგი დანელიას იხსენებს

"მობილურ ტელეფონში საიქიოში წასულ მეგობრებს არ ვშლი. ვიდრე ცოცხალი ვარ, დაე, ჩემთან იყვნენ" - რეზო გაბრიაძე გიორგი დანელიას იხსენებს

რუსეთის ყოველკვირეულ გამოცემის "ნოვაია გაზეტას“" («Новая газета») 24 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "რას იტყვის გია ფინალის შესახებ? // გავიხსენოთ დიდი ადამიანები" რომლის ავტორი, ქართველი რეჟისორი და სცენარისტი რეზო გაბრიაძე ასევე ქართველი რეჟისორის, აწ უკვე გარდაცვლილი (2019 წელს) გიორგი დანელიას დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით, ერთობლივი საქმიანობისა და მეგობრობის სხვადასხვა მომენტებს იხსენებს.

რეზო გაბრიაძე წერს, თუ როგორ იქმნებოდა ფილმები "არ იდარდო", "მიმინო"... იგი სცენარებს წერდა, შემდეგ კი გიორგი დანელიასთან ერთად, სცენარების სხვადასხვა მომენტებს იხილავდნენ როგორც თბილისში, ასევე მოსკოვში.

"და ამ დროს მუდმივად ისმოდა ტელეფონის ზარები. ვინ აღარ სთხოვდა დახმარებას - წამლების, ექიმების, სხვა პრობლემის შესახებ. მწერლები ეკითხებოდნენ, წაიკითხა თუ არა მან სცენარის ფინალი... მახსოვს "მოსფილმის" ნახევრადწრიული დარბაზი როიალით. შეხვედრა გია ყანჩელთან, სრულიად ახალგაზრდა ბუბა კიკაბიძე, თავისი მომხიბლავი ღიმილით...

გიორგი ნიკოლაევიჩის დავიწყება შეუძლებელია. იგი დიდი ოსტატი იყო, კეთილი და ჭკვიანი ადამიანი. მე ვერა და ვერ მივეჩვიე იმ აზრს, რომ იგი ცოცხალი აღარ არის. თვლაწინ მიდგას მისი სახე და მგონია, რაღაცას მეტყვის... იგი უდიდესი რეჟისორი იყო და ასე დარჩება ყველა პატივისმცემელთა ხსოვნაში. მისი ფილმები მილიონების მეხსიერებაში ცოცხლობს. ასეთი ადამიანები მარადიულები არიან. მე ბედს მადლობას ვწირავ, რომ მას შევხვდი.

მე ჩემს მობილურ ტელეფონში საიქიოში წასულ მეგობრებს არ ვშლი. ვიდრე ცოცხალი ვარ, დაე, ჩემთან იყვნენ, ჩემს გვერდით. მე გია დანელიას ფიქრში ვესაუბრები...“, - წერს რეზო გაბრიაძე. წყარო

ავტორი სიმონ კილაძე

"მთელი სოფელი გარეთ არის" - ატირებული მშობლები და ემოციური დახვედრა ზაზა გახელაძეს (კადრები ქვემო ჭალიდან)

"დარწმუნებული ვარ, შვილები მიყურებენ..." - ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ და კადრები ერგნეთიდან, სადაც მას პრემიერი დახვდა

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რამ გამოიწვია ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე შეფერხება