ავტორი:

"რისი გულისთვის უნდა ვიჯდე თუნდაც 6 წელი?" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილი ამბობს, რომ უსამართლობის მსხვერპლია

"რისი გულისთვის უნდა ვიჯდე თუნდაც 6 წელი?" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილი ამბობს, რომ უსამართლობის მსხვერპლია

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი თვს უდანაშაულოდ ცნობს. "კურიერი" რევაზიშვილის ციხიდან გზავნილს აქვეყნებს, სადაც ბრალდებული ამბობს, რომ უსამართლობის განცდა აქვს.

"რომ გითხრათ კარგად ვართქო, დამიჯერებთ? მაგრამ მინდა იცოდეთ რომ კარგად ვარ. ჩემთვის მთავარია იცოდეთ, რომ მართალი ვარ. რასაც ვიძახი არაფერს ვიტყუები და თუ ვინმე იტყუება, სამწუხაროდ არ ვიცი, თორემ სხვანაირად მოვიქცეოდი ჩვენს ქვეყანაში.

"ქვეყანას" შეგნებულად ვიძახი, რადგან ქვე-ყანაა და არა სამშობლო. შაქარაშვილების ადგილზე რომ წარმოვიდგინო თავი, ექვსივეს დაწვის კი არა მანქანის დაწვის სურვილი მექნებოდა.

უბრალოდ სიმართლე მინდა იცოდეს ყველამ და ოჯახმაც მინდა გაიგოს. მინდა გაიაზროს, რისი გულისთვის უნდა ვიჯდე 7, 10 ან თუნდაც 6 წელი. ეს ფიქრები მაგიჟებენ მეტი არაფერი.

უსამართლობის გრძნობა ჩემს თავზე ამხელაზე არ მიგვრძნია არასდროს. ერთხელ მე-5, მე-6 კლასში ვიგრძენი, რაღაც ჩულანის გატეხვას რომ მაბრალებდნენ, დედიკო რომ დაიბარეს. მაშინ მქონდა რეპეტიცია თურმე და ის ამ შეგრძნებებთან ვერ მოვა" - ამბობს რევაზიშვილი.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვან გ.მ.-ს ადვოკატი - "არასრულწლოვნები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან"

სუს-ი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რატომ ვერ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირის გამოყენება - რას ამბობს ადვოკატი?