ავტორი:

"მოსკოვი ფსონს ინაშვილზე დებს, შექმნილია რამდენიმე მილიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი" - საიდან ფინანსდება "პატრიოტთა ალიანსი"?

"მოსკოვი ფსონს ინაშვილზე დებს, შექმნილია რამდენიმე მილიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი" - საიდან ფინანსდება "პატრიოტთა ალიანსი"?

24 აგვისტოს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის დროს გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისი თქმით, ფოტოები 18 აგვისტოს, ილორის ტაძარშია გადაღებული.

"2020 წლის 18 აგვისტო. აფხაზეთი. ილორის ტაძარი.

მე და გიორგი ლომიამ ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შევწირეთ- ილორის ღვთისმშობელი, სასოგადაწურულთა შემწყალებელი და აღმამაშენებელი. შეგეწიოთ!", - დაწერა ინაშვილმა "ფეისბუქში".

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია "მთავარმა არხმა", 20 აგვისტოს გაავრცელა. თავიდან პარტიაში კომენტარებისგან თავს იკავებდნენ და გავრცელებულ ინფორმაციას "არც უარყოფდნენ და არც ადასტრურებდნენ", თუმცა მოგვიანებით, ინაშვილმა ინფორმაცია 24 აგვისტოს დაადასტურა ზემოთ აღნიშნული პოსტით.

21 აგვისტოს, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაამ", განაცხადა რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა საიდუმლო შეხვედრა, დე ფაქტო პრეზიდენტის თანამშემწესთან, ლაშა საყანიასთან გამართეს. საყანიამ კი, შეხვედრას მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია უწოდა. "ხატის ასევე დაგაინტერესებთ"თუ ივანიშვილი არსად გამოჩნდება, მთელ დივიდენდებს გახარია წაიღებს" - აპირებს ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში ჩართვას?! "მოსკოვი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნატოს გაფართოება შეაჩეროს" - რას ამბობს ჩეხეთის სამხედრო დაზვერვის ექსშეფი? ემუქრება თუ არა ოპოზიციურ ერთობას არჩევნებამდე დაშლა - ვინ და რა შეიძლება იქცეს ოპოზიციის "განხეთქილების ვაშლად"? გადმოცემის შემდეგ, მათ ილოცეს და შეხვედრა ამით დასრულდა" - განაცხადა მან.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თანაშემწემ, ლაშა საყანიამ თანამდებობდა დატოვა.

"ძვირფასო მეგობრებო, 2020 წლის 18 აგვისტოს განვითარებული მოვლენების გამო, რათა საზოგადოებაში არსებული დაძაბულობა განიმუხტოს, მივიღე გადაწყვეტილება, დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი ნებით წავიდე. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ყველგან და ყოველთვის დავიცავ ჩემი ერისა და ქვეყნის ინტერესებს" - განაცხადა ლაშა საყანიამ.

ამ ცოტა ხნის წინ კი რუსულმა საინფორმაციო სააგენტო "დოსიემ" გამოაქვეყნა საგამოძიებო სტატია, სადაც საუბარია რუსეთის მიერ "პატრიოტთა ალიანსის" წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე.

"დოსიე"-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, კრემლი ფსონს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებეზე, ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავზე აკეთებს.

"უკვე შექმნილია რამდენიმე მილიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი, სააგიტაციო ვიდეორგოლები. პარტიის უკეთ წარმოჩენისთვის დაქირავებულია პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი და მოსკოვში ბაზირებული საკონსულტაციო კომპანია POLITSECRETS", - წერს "დოსიე". მათივე ინფორმაციით, მიხეევს კურირებენ გენერალ ჩერნოვის ქვეშევრდომები, თადარიგის პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და გრუ-ს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი. განაგრძეთ კითხვა

"თუ ლეგიტიმურად დადგება ჩემი პარლამენტში შესვლის საკითხი, მივიღებ გადაწყვეტილებას, შევიდე..." - "პატრიოტთა ალიანსის" წევრი

"მე და დათომ თეთრი სახლი ვერ ვიპოვეთ, ახლა თავად განსაჯეთ, როგორ ვიყავით" - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის განსაკუთრებული ახალი წელი

"2021 წელი იქნება ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი" - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები