ავტორი:

"მე და დათომ თეთრი სახლი ვერ ვიპოვეთ, ახლა თავად განსაჯეთ, როგორ ვიყავით" - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის განსაკუთრებული ახალი წელი

"მე და დათომ თეთრი სახლი ვერ ვიპოვეთ, ახლა თავად განსაჯეთ, როგორ ვიყავით" - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის განსაკუთრებული ახალი წელი

"საახალწლო განწყობა და საინტერესო გეგმები ოჯახში არავის გვაქვს, მათ შორის არც ბავშვებს" - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. ფიქრობს, რომ 31 დეკემბერს ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ვახშამი ექნებათ. რას უკავშირდება მათი ოჯახის ასეთი განწყობა, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, ეპიდემიოლოგიურ ვითარებას თუ კიდევ სხვა რაიმეს, ამას თავად თინა ხიდაშელთან საუბრისას გავარკვევთ.

- ახალი წელი არის მთავარი სოციალური დღე ჩვენს ცხოვრებაში. გვინდა ვიყოთ ყველასთან ერთად, ვინც გვიყვარს და ვისაც ვუყვარვართ. ხან ჩვენ მივდივართ ჩამოვლაზე, ხან ჩვენთან მოდიან... წელს ეს არ იქნება. შესაბამისად, ხალისიც დაკარგული გვაქვს.

- რადგან ახალი წელი თქვენთვის ასეთი განსაკუთრებულია, მოგონებებიც გექნებათ.

- ახალი 1999 წლის დადგომა მახსენდება. მე და დათო ვაშინგტონში ვიყავით და ახალ წელს ქუჩაში შევხვდით. ასე არ გვქონდა დაგეგმილი, უბრალოდ გვინდოდა, თეთრი სახლის წინ ფოტო გადაგვეღო. ვიარეთ, ვიარეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. მე და დათომ თეთრი სახლი ვერ ვიპოვეთ, ახლა თავად განსაჯეთ, როგორ ვიყავით.

- ბატონი დავითი მართლაც თქვენი ლექტორი იყო?

- (იცინის) იბრალებს, ისტორიას აყალბებს. ავთო დემეტრაშვილის ასპირანტი იყო და როდესაც ის აცდენდა ლექციას, დათო შემოდიოდა აუდიტორიაში. სხვათა შორის, მე და დათოს გაცნობის მომენტიც სხვადასხვაგვარად გვახსოვს. დათო ამბობს, რომ საერთაშორისო სამართლის დეკანატში გამიცნო, მე მახსოვს, რომ კათედრაზე ავთო დემეტრაშვილმა გამაცნო არა როგორც ლექტორი, არამედ როგორც აქტიური, ჩემზე ცოტათი უფროსი სტუდენტი.

- რა გახსენდებათ თქვენი ურთიერთობის საწყისი ეტაპიდან?

- ყველაფერი მხოლოდ კარგი. 24 საათი ერთად ვიყავით. მე ორთაჭალის ბოლოში ვცხოვრობდი, დათო და ირაკლი ოქრუაშვილი - ვარკეთილში. მაშინ ტრანსპორტი არ მოძრაობდა და ქუჩებში იარაღიანი ბიჭები დარბოდნენ. დათო და ირაკლი უნივერსიტეტიდან ფეხით მაცილებდნენ შინ და მერე ვარკეთილში ფეხით ბრუნდებოდნენ.

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, როდესაც დედა გახდით?

- დედობა უზარმაზარი სიხარული და გამოწვევა იყო, მაგრამ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში არც ერთი ჩემი შვილის დაბადებას არაფერი შეუცვლია. სანდროს გაჩენიდან ოთხ დღეში სამსახურში გამოვცხადდი და მას მერე ერთი დღე აღარ დავრჩენილვარ შინ. მისი დაბადების წინადღეს მიტინგზე ვიყავი. წაიკითხეთ სრულად

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ქონების ჩამონათვალი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა "ფონდ ქართუს" გადასცა - "პარაგრაფ რიზორტი და სპა შეკვეთილში", შპს "ბიზნეს ცენტრი" და ა.შ.

"სისტემა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, მის გარეშე ჩამოიშლება... ერთმანეთთან  ვერასდროს დალაგდებიან შოთაძე და გახარია" - როგორ აფასებენ ექსპრემიერის მეორედ წასვლას?