ავტორი:

"მეგობრებო "ნაცმოძრაობიდან", ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში?" - უგულავა ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის წარდგენაზე

"მეგობრებო "ნაცმოძრაობიდან", ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში?" - უგულავა ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის წარდგენაზე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის წარდგენას გამოეხმაურა და ამ გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა.

„მეგობრებო „ნაცმოძრაობიდან“, ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში? სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო“, - წერს გიგი უგულავა.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის კანდიდატურა წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ ისანში ოპოზიციური პარტიების ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ვაშაძეა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ ოლქში საკუთარი კანდიდატის წარდგენის შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ვაშაძემ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დატოვა.

"არ უნდა მოგვერიოს საშინელი სენი, რომელიც შეეყარა ქვეყანას "ქოციანობის" სახით - არსებობს ვაქცინა "ნაციონალური მოძრაობა"" - სააკაშვილი

კრემლის მიზნები შავი ზღვის რეგიონში, ჰიბრიდული ომი და საქართველოს თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთთან - რას წერს გიორგი გახარია პუბლიკაციაში, რომელსაც The Daily Telegraph-ი აქვეყნებს

"სააკაშვილი უკვე 8 წელია აანონსებს დაბრუნებას, ხან სახურავიდან, ხან ზღვასთან დგას, ხან საკუთარი ძვირადღირებული ბინის აივანზე..." - არჩილ თალაკვაძე