ავტორი:

"Miha hamodiii" - როგორ ეხმიანებიან "ქართულ ოცნებაში" სააკაშვილის ვიდეორგოლს "მე დავბრუნდები"

"Miha hamodiii" - როგორ ეხმიანებიან "ქართულ ოცნებაში" სააკაშვილის ვიდეორგოლს "მე დავბრუნდები"

საქართველოს ექსპერზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სახელად "მე დავბრუნდები", სადაც ის საქართველოში დაბრუნების შესახებ საუბრობს და ბოდიშს იხდის.

"მე ვბრუნდები! უკრაინა ჩემი მეორე სახლია. თავის დროზე აქ ჩამოვედი ჩემი მთავარი სახლიდან, ჩემი ტკბილი საქართველოდან. უკრაინა სტუდენტობის ასაკიდან ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ყველაზე რთულ პერიოდში სწორედ უკრაინამ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ ყოველგვარი პირობების და მოთხოვნების გარეშე და მე ამას ძალიან ვაფასებ.

ძალიან მადლობელი ვარ ასევე ბედის, რომ მომცა შესაძლებლობა ბოლო შვიდი წელი განმეცადა ეს და საკმარისი დროა დაფიქრებისთვის და ბევრი საკითხის გადასაფასებლად. ახლა წლების გადმოსახედიდან ვიცი, თუ უკეთესად როგორ უნდა ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები... და შეცდომები რა თქმა უნდა იყო და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის. მინდოდა რომ ჩემს ხალხს ეცხოვრა უკეთესად, ბევრად უფრო მდიდრულად და მაინც ამ წლების გადმოსახედიდან ამ შეცდომების გამო, რომელიც დავუშვი იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში", - ამბობს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის ახალ ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მისი პოსტი უყურადღებოდ არც "ქართულ ოცნებას" დაუტოვებია. მმართველი პარტიის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე სააკაშვილის ვიდეო გააზიარეს წარწერით: "Miha hamodii"

"ივანიშვილმა იცის, რომ საარჩევნოდ გახარია მოუტანს ყველაზე მეტ შედეგს... მერე შეხედავს, თუ ძალიან გაღიზიანდება, მოხსნის"

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

LIVE - "რეზიუმეს" სტუმრები არიან ალექსანდრე გოგინავა და გურამ მაჭარაშვილი