ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელებას გეგმავს

"ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელებას გეგმავს

გავრცელებული ინფორმაციით, 7 სექტემბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს და ასევე, პოლიტსაბჭოს მხარდაჭერით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დაასახელებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ გეგმავენ პრემიერობის კანდიდატის დასახელებას და ლოგიკური იქნება თუ ეს მიხეილ სააკაშვილი იქნება, თუმცა დაზუსტებით ჯერ არაფერს ამბობენ.

შეგახსენებთ, დღეს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც დაბრუნებას აანონსებს.

"ამავე დროს მე ვარ უსაზღვროდ მადლიერი ქართველი ხალხის, რომელმაც მაქცია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის წარმატებული ისტორიული პროცესის მონაწილედ. ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე რომ მე არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემს მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია და ბევრი რამე რაც ჩვენ შევქმენით დღესაც შენარჩუნებულია და მუშაობს, მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ ზუსტად ვხვდები და ვიცი რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები!" იხილეთ სრულად

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში დასაქმებულ კიდევ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

"სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა - რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა!" - მამუკა მდინარაძე