ავტორი:

"მესმის, ისიც ახალგაზრდაა, მაგრამ თავზე ვერ დავისვამ" - როგორია გოგი თოფაძის შვილიშვილის მდგომარეობა და რომელ ქვეყანაში უმკურნალებენ მას

"მესმის, ისიც ახალგაზრდაა, მაგრამ თავზე ვერ დავისვამ" - როგორია გოგი თოფაძის შვილიშვილის მდგომარეობა და რომელ ქვეყანაში უმკურნალებენ მას

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს საკუთარ სახლში დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანიაა დაკავებული.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენმა თქვა, რომ ლევანს მარცხენა ფეხზე ნერვი ჰქონდა დაზიანებული, მას საზღვარგარეთის კლინიკაში მკურნალობა ესაჭიროებოდა, მაგრამ მის წაყვანას პანდემიის გამო ვერ ახერხებდნენ.

AMBEBI.GE ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და გოგი თოფაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ თვენახევარში გადაწყდება, სად, რომელ ქვეყანაში უმკურნალებენ მის შვილიშვილს:

"ლევანი ჯერ არ წაგვიყვანია საზღვარგარეთ. ამერიკა-ისრაელში ველაპარაკე ექიმებს და მითხრეს, თვენახევარი დააცადეთ, შეიძლება აღდგეს ფეხი, თუ არა და შემდეგ წავიყვანთ ბავშვს ისრაელში, ან საფრანგეთში, ასე მოვილაპარაკეთ.

აქ მაინცდამაინც ვერ აგვარებენ ამ პრობლემას. ლევანი ნელ-ნელა დადის, მაგრამ მისთვის ვარჯიში და მკვეთრი მოძრაობები, ფეხის დატვირთვა არ შეიძლება, ამიტომ წყნარადაა, სახლშია, ხანდახან მეგობრები თუ მოაკითხავენ და მანქანით წავლენ-წამოვლენ.

მარტო თქვენ კი არა, ბევრი რეკავს, მეკითხებიან რაღაცეებს. ვეუბნები, რომ მე არ ვარ მოსამართლე, ლაპარაკი არაა 15 წელზე, ლაპარაკია ცოტა სხვა დონეზე, მესმის, ისიც ახალგაზრდა კაცია, მაგრამ მთლად თავზე ვერ დავისვამ" - ამბობს გოგი თოფაძე.

"ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შესაძლოა, სულ მალე შემოვიდეს ქვეყანაში" - ამირან გამყრელიძე

"სალანძღავად ძალიან ცუდი სამიზნე ვარ, რადგან ყველაფერს, რასაც მაბრალებთ, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკოსებს

"წყალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, ვაქცინასაც აქვს, მაგრამ სარგებელი ათასჯერ მეტია" - ამირან გამყრელიძე