ავტორი:

"ჯერჯერობით ვერსად მიგვყავს სამკურნალოდ - ვერც ისრაელში და ვერც გერმანიაში" - რას ამბობს გოგი თოფაძე დაჭრილი შვილიშვილის მდგომარეობაზე?

"ჯერჯერობით ვერსად მიგვყავს სამკურნალოდ - ვერც ისრაელში და ვერც გერმანიაში" - რას ამბობს გოგი თოფაძე დაჭრილი შვილიშვილის მდგომარეობაზე?

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის გამოკითხვა გუშინ გვიან დასრულდა. თოფაძის ადვოკატის, გიორგი ანთაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ დაუნახავს, ჰქონდა თუ არა ბუსა ჟვანიას დანა, ან მსგავსი საგანი. ამასთანავე, ადვოკატის თქმით, დაპირისპირება ბუსა ჟვანიასა და ლევან თოფაძის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა, ვინაიდან, ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ლევან თოფაძემ გამომძიებელს იმ გარემოებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რისი შემსწრეც და სამწუხაროდ, მონაწილეც იყო. მან აღნიშნა, რომ ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო დაზიანებები. თუმცა, ასევე განმარტა, რომ დანა, ან რამე მსგავსი საგანი მას არ დაუნახავს. შეხლა-შემოხლის ფაქტი დაადასტურა და ამის თაობაზე შესაბამისი ჩვენება მისცა. როგორც თავად განმარტა, ლევანს ბუსა ჟვანიასთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდა, გამარჯობით იცნობდა. დაპირისპირება სატელეფონო საუბარს მოჰყვა, ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეფონზე არანაირი მუქარის შესახებ არ განუცხადებიათ, ეს იყო სიტყვიერი დაპირისპირება", - განაცხადა ანთაძემ.

ambebi.ge ლევანის ბაბუას, ბიზნესმენ გოგი თოფაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა და შესაძლოა მას მკურნალობა საზღვარგარეთის რომელიმე კლინიკაში მოუწიოს.

გოგი თოფაძე:

"ლევანი ვერ არის მთლად კარგად. ვინაიდან დანა ხერხემალთანაც აქვს დარტყმული, როგორც ჩანს, რაღაც დაუზიანდა და მარცხენა ფეხს ვერ გრძნობს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერსად მიგვყავს სამკურნალოდ - ვერც ისრაელში და ვერც გერმანიაში, არ არის რეისები, ყველამ საზღვრები დაკეტა. ასეთ ცუდ დღეში ვართ... გუშინ ყველაზე ცნობილი ექიმები იყვნენ მოსულები და გვითხრეს, უცხოეთში უნდა წაიყვანოთო. ახლა ვეძებთ გზებს, როგორ წავიყვანოთ იქ, სადაც გვითხრეს. მკურნალობას დრო დასჭირდებაო, ასე გვეუბნებიან ექიმები".

ცნობისათვის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს საკუთარ სახლში დაჭრეს. დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დაკავებულია. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ნანა ფიცხელაური

გორში დაჭრილი 30 წლამდე მამაკაცი ალექსანდრე არჩუაძეა, მეტსახელად "ბოთე"

გორში 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს - რა მოხდა შემთხვევის ადგილას

შსს-ს ცნობით, თელავში პირმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა, ამბის გაგების შემდეგ კი, გოგონაზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა