ავტორი:

"გამოსულა და უთქვამს, დაწყნარდით, რა მოგივიდათო" - ვინ იყო 27 წლის ბიჭი, რომელიც კუკიაზე ჩხუბის გაშველების დროს მოკლეს

"გამოსულა და უთქვამს, დაწყნარდით, რა მოგივიდათო" - ვინ იყო 27 წლის ბიჭი, რომელიც კუკიაზე ჩხუბის გაშველების დროს მოკლეს

თბილისში, 27 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით კუკიაზე მოხდა. მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის სამი პირი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ზ.-მ, რომელიც თბილისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა, ამავე ქუჩაზე მცხოვრებ 1993 წელს დაბადებულ გ.ს.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა ბ.ბ., რომელმაც მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. ასევე გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს 1988 წელს დაბადებული დ.თ" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მოკლული მამაკაცი 27 წლის გია საფაროვია. დეტალებს მომხდარის შესახებ "მთავარი არხი" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, დაპირისპირება კუკიაზე მცხოვრებლებსა და უბანში მისულ მამაკაცებს შორის, ქეიფის შემდეგ მოხდა.

ხმაურზე გია საფაროვი სახლიდან გამოვიდა და დაპირისპირებულების გაშველებას შეეცადა, რა დროსაც იგი ცივი იარაღით დაჭრეს. ახალგაზრდა კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

"გამოსულა და უთქვამს, დაწყნარდით, რა მოგივიდათო. უნდა გაეშველებინა და ამ დროს ჩაურყიათ დანა" - ყვებიან ადგილობრივები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს - აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირია დაკავებული

მკვლელობა თეთრიწყაროში - სავარაუდოდ, ქმარმა ცოლი მოკლა

სროლა თბილისში - დაჭრილია ერთი ადამიანი